გვირგვინი საქართველოს გაერთიანებისა

ავტორები

  • როინ მეტრეველი

საკვანძო სიტყვები:

ტაქტიკური და ტექნიკური სიახლეები, კოალიციური ლაშქარი, მოლაშქრე, შიჰნა

რეზიუმე

ნარკვევი ეძღვნება დიდგორის ბრძოლას, გამომწვევ მიზეზებსა და შედეგს - ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას 1121 წლის 12
აგვისტოს. XII საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხი. დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.) მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა - ლაშქრის რეორგანიზაცია, საეკლესიო რეფორმა, სასამართლო და ფინანსური რეფორმები. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის
კულტურული განვითარების საქმეში. შემოუერთა ქალაქები: სამშვილდე (1110 წ.), რუსთავი (1115 წ.), გიში (1117 წ.) ლორე (1118 წ.) და სხვ. ჩამოასახლა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი და ლაშქარი გაზარდა და განამტკიცა.
დავით IV აღმაშენებელმა 1121 წლის დიდგორის ბრძოლაში, სადაც 55 600 მოლაშქრით გამოვიდა, გამოიყენა ტაქტიკური და ტექნიკური სიახლეები და მუსულმთა კოალიციური ლაშქარი დაამარცხა. 1122 წელს აიღო ქ. თბილისი და დედაქალაქი ქუთაისიდან აქ გადმოიტანა. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-08

მიმდინარე

განყოფილება

ისტორიული თარიღები