სარგის კაკაბაძე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხები
საკვანძო სიტყვები:
სარგის კაკაბაძე, საქართველოს ეკლესია, კათალიკოზ-პატრიარქები, სოლომონ l, ავტოკეფალია, საეკლესიო საბუთებირეზიუმე
საქართველოს შუა საუკუნეების,ახალი და უახლესი ისტრორიის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარია პროფესორი სარგის კაკაბაძე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ისტორიასთან ერთად გატაცებით უკვლევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის აქტუალურ პრობლემებს: წმიდა ნინოს მოციქულებრივ მოღვაწეობას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ქრონოლოგიას, რელიგიურ პროცესებს ქართლსა და ეგრისში V-Vll საუკუნეებში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ისტორიას, ქართლისა და აფხაზთა საკათალიკოზოს იერარქიულ დამოკიდებულებას, სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქების მამამთავრობის ქრონოლოგიას, მეცნიერმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმძიმეს პერიოდში (1921) კომენტარებით გამოაქვეყნა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთების ორტომეული, რომელშიც შესულია ჩვენამდე მოღწეული ყველა საეკლესიო დოკუმენტი, მათ შორის „კათოლიკოზთა სამართალი“, იმერთა მეფე სოლომონ l საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები, მკვლევარმა უკანონოდ მიიჩნია XlX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე l ბრძანება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ, მხარი დაუჭირა და აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენისათვის ბრძოლაში.განუზომლად დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევის საქმეში.