მეფე ერეკლე II და მისი შიდა პოლიტიკა

ავტორები

  • მარიამ გურეშიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ერეკლე II, გეორგიევსკის ტრაქტატი, მთავარი აქტორები, აბრეშუმის გზა

რეზიუმე

ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მიერ რუსეთის იმპერიასთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი ჩემი ინტერესის და კიდევ ერთხელ შესწავლის საგანი გახდა. დაკვირვების თემად ეს ფაქტი სწორედ იმ მიზეზით იქცა, რომ გავარკვიოთ იყო თუ არა რუსეთთან ტრაქტატის დადება საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების ერთადერთი გზა. შესაბამისად განვიხილავ, თუ რომელ ქვეყნებთან ურთიერთობას მოიაზრებდა მეფე ერეკლე II რუსეთთან კავშირის ალტერნატივად და რა შიდა და გარე ფაქტორებმა განაპირობეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნულ არქივში გამოვლენილი დოკუმენტის და მეცნიერების მიერ დასაბუთებული კვლევების შეჯერების შემდეგ დადგინდა, რომ ერეკლე II მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ იყო ორიენტირებული და მოქნილ დიპლომატიას აწარმოებდა. იგი რუსეთის გარდა ცდილობდა დახმარება მოეპოვებინა სხვა ქვეყნებიდანადაც მაგ: დახმარებისათვის მიმართა ავსტრიის იმპერატორს, აგრეთვე, საფრანგეთის მეფეს, სარდინიის, ნეაპოლისა და ვენეციის მთავრობებს. სტატიაში განხილულია, თუ რა კომპონენტები განსაზღვრავდა რუსეთის იმპერიის დამპყრობლურ პოლიტიკას აბრეშუმის გზის მნიშვნელობიდან გამომდინარე და რატომ იყო კავკასიაზე გამავალი მისი მონაკვეთი მსოფლიოს მაშინდელი აქტორებისათვის უმნიშვნელოვანესი. ერეკლე II ზუსტად შეარჩია ის მთავარი აქტორები, რომელთაც შეეძლოთ აბრეშუმის გზის შენარჩუნება-განვითარება და ამით საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

საქართველოს ისტორია