ტერორი, როგორც რევოლუციური ბრძოლის ტაქტიკა

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ტერორიზმი, პროპაგანდა, ექსპროპრიაცია, დესპოტია

რეზიუმე

ფაქტია,რომ ტერორს,როგორც პოლიტიკური ბრძოლის საშუალებას, იყენებდნენ და დღესაც იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები: პოლიტიკური, საზოგადოებრივი და თვით რელიგიური ჯგუფებიც. თავის დროზე არისტოკრატია და თავადაზნაურობა მიმართავდა ტერორს, როგორც საშუალებას მთავრობისა და მისი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ბურჟუაზია ამ საშუალებით ებრძოდა მეფეებს, არისტოკრატია თავადაზნაურობას და დაბალი ფენის წარმომადგენლებს, მთავრობა საკუთარ ხელქვეითებს, ხოლო მუშები და სოციალისტური მთავრობა არისტოკრატიას და ბურჟუაზიას. ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ჩადიოდნენ ძალმომრეობას იმ პირების მიმართ, რომლებიც სხვა სექტას განეკუთნებოდნენ.
ერთი სიტყვით, თითქმის არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც თვისი წარმომადგენლების სახით, არასოდეს და არსად გამოეყენებინოს ტერორი მოწინააღმდეგეების მიმართ.
რაც შეეხება ანარქიზმს, შეიძლება ითქვას, რომ არც ის ჩამორჩა ამ პოლიტიკურ ,,ფერხულს“ და მე-19 საუკუნის დამლევს მათ სრულფასოვანი ტერორისტული კამპანია გააჩაღეს ევროპის და, არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე.
და როგორია ის - ანარქისტული ტერორი?
მე, როგორც თანამედროვე კულტურული საზოგადოების მოქალაქე და ამ თემით დაინტერესებული მკვლევარი, ვეცადე განსხვავებული შტრიხებით შემოვსულიყავი ამ განხილვაში.
დიახ, ვცადე განმესაზღვრა ანარქისტთა ტერორიზმისადმი დამოკიდებულების საკითხი.
და დავადგინე - თუ რითი განსხვავდება ანარქისტული ტერორი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ტერორისგან. აღმოჩენილი განსხვავებული შტრიხები კი, მიტოვებს იმის შინაგან განცდას, რომ აღნიშნულ საკითხზე მომავალში უფრო მეტი დრო და, რაც
მთავარია, ინტელექტის ბევრად მეტი რესურსი დავხარჯო.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-22

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია