ფუნდამენტური ნაშრომი ბათუმის ისტორიაზე
საკვანძო სიტყვები:
ბათუმი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მონოგრაფიარეზიუმე
2023 წელს დაიბეჭდა ისტორიის დოქტორ ლელა სარალიძის მონოგრაფიული ნაშრომი: „ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“.
ნაშრომში მონოგრაფიულად არის შესწავლილი, ქალაქ ბათუმის ისტორია პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან 1921 წლის მარტამდე, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, ეს ქალაქი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში კვლავ ქართველ ხალხს დაუბრუნდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში, ბათუმის ოლქის და ქ. ბათუმის ისტორია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ სამეცნიერო სტატიებს,
მონოგრაფიულად აქამდე შესწავლილი არ ყოფილა. ნაშრომში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ქართველი ხალხი ტერიტორიული დანაკარგით, დარღვეული და დაუცველი სახელმწიფო საზღვრებით შეხვდა, ხოლო ქ. ბათუმი ამ დროს ოსმალების ხელში იყო.