,,თურანიზმი” როგორც პოლიტიზირებული ფენომენი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

რუსეთი, ოსმალეთის იმპერია, პანთურქიზმი, პანისლამიზმი, თურანი

რეზიუმე

სტატიაში განხილულია პანთურქიზმისა და თურანიზმის ისტორიული, პოლიტიკური და იდეოლოგიური ასპექტები, მისი გენეზისი. ამ იდეოლოგიას თეორიული საფუძვლები ვოლგისპირეთისა და ყირიმის მუსლიმანმა (თათარმა) ინტელექტუალებმა ჩაუყარეს ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თურანიზმის იდეოლოგიის წარმოშობა და გააქტიურება, ისევე როგორც თავად ტერმინის წარმოშობა, მიეწერება არა თურქულ და თურქულენოვან სამყაროს, არამედ
დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ ძალებს და პირველ რიგში გერმანელ იმპერიალისტებს. შედეგად, გერმანელების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, პანთურანიზმის იდეოლოგიამ მკვეთრად პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ამ მოძრაობის მთავარი იდეოლოგი ოსმალეთის იმპერიის მმართველი ტრიუმვირატი და პირველ რიგში მისი ლიდერი იმპერიის სამხედრო მინისტრი გენერალი ისმაილ ენვერ ფაშა გახდა.
სტატიაში ასევე განხილულია რუსეთის იმპერიის მუსლიმი მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც თან სდევდა იმპერიის მთავრობის მიერ გატარებული „შესაბამისი ზომები“.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-07-25