არჩილ ჯორჯაძე - მიხეილ ვორონცოვის მოღვაწეობის პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში ხედვის ასპექტები
საკვანძო სიტყვები:
არჩილ ჯორჯაზე, მიხეილ ვორონცოვი, პოლიტიკური კურსი, თანამედროვე მკვლევრები, კულტურული ძვრებირეზიუმე
არჩილ ჯორჯაძე თავის ნაშრომებში წარმოგვიდგენს როგორც წინამორბედ ქართველ მოღვაწეთა პოლიტიკური შეხედულებების შეფასებას, ასევე, თავის დამოკიდებულებას მათთან და საკუთარ პოლიტიკურ კრედოს, რომლის ამოსავალია მისივე მოსაზრებები ქართველი ერის მომავალი ეროვნული ბედისა და ეროვნული სახელმწიფოს სამართლებრივი რაობის საკითხებზე. მან მოგვცა მ. ვორონცოვის რეალური პორტრეტი. წარმოჩენაში დასკვნა არჩ. ჯორჯაძეს ეკუთვნის. მისი შეხედულებანი, მ. ვორონცოვის
მოღვაწეობის შესახებ, ძირითადად, გაზიარებულია თანამედროვე თანამედროვე მკვლევართა მიერ.
არჩილ ჯორჯაძის ეს სიტყვები მრავალმხრივაა საყურადღებო: პირველ ყოვლისა, სავსებით აშკარაა, რომ იგი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ყურადღებითა და დაინტერესებით, რომელსაც მ. ვორონცოვი ქართველი ხალხისა და მისი კულტურისადმი იჩენდა; მ. ვორონცოვის პოლიტიკურ კურსში იგი ხედავს იმ სურვილების განხორციელებას, რომელიც ჰქონდა ქართველ ხალხს, როდესაც ცდილობდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.
ამასთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩილ ჯორჯაძე სრულიადაც არაა მ. ვორონცოვის ბრმა აპოლოგეტი. მას მშვენივრად ესმის, რომ ის მნიშვნელოვანი კულტურული ძვრები, რომელიც მისი მოღვაწეობის დროს მოხდა, იყო არა უშუალოდ მ. ვორონცოვის წყალობა, არამედ იძულებითი ლოიალობა და კეთილგანწყობა იმ ღონისძიებებისადმი, რომელთა გატარებასა და ხორცშესხმას თვით ქართველი ხალხი და მისი მოწინავე წარმომადგენლები ცდილობდნენ.