ნავთობის კონცესიები საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებში

ავტორები

  • არჩილ კოხრეიძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-5938-1109
  • ნათია მირიანაშვილი საქართველოს ეროვნული არქივი https://orcid.org/0000-0002-5087-0042

საკვანძო სიტყვები:

საბადოები, ნავთობი, სახელმწიფო, კონცესია, ხელშეკრულება

რეზიუმე

დღეისათვის, როდესაც საქართველო ცდილობს დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში, გააძლიეროს ეკონომიკა, დაამყაროს მთელ რიგ ქვეყნებთან მჭიდრო საქმიანი კავშირები, მოიზიდოს ინვესტორები და ტურისტები, აქტუალურად მიგვაჩნია ისეთი საარქივო მასალის გამოვლენა-გამოქვეყნება, რომელიც ასახავს საქართველოს გამოცდილებას უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში მეოცე საუკუნის 20-ანი წლების მაგალითზე. კერძოდ სტატიაში შევეხებით ნავთობის მოპოვების საკითხს, უცხოელი კომპანიების მიერ. მუდმივი აფორიზმი ,,ისტორია იწერება სისხლით”, აღარ არის მუდმივი და შეიცვალა აფორიზმით ,,არა სისიხლით, არამედ ნავთობით” ... ასეთი ცვლილება გამოიწვია პირველმა მსოფლიო ომმა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი კლემენსო წერდა ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვილსონს 1918 წელს ნავთობის სწრაფად გამოგზავნის შესახებ და თავისი გზავნილი დაამთავრა შემდეგი სიტყვებით: ,,ნავთობი ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც
სისხლი ხვალინდელი დღისთვის საბრძოლველად“. ეს იყო დიდი ხნის წინათ, მთელი ამ დროის განმოვლობაში ნავთობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სისხლი, რომელიც ასეთი აუცილებელი იყო ბრძოლისათვის და ისტორიისათვის, მთლიანად შეიცვალა ნავთობით. ვის ხელშიც არის ნავთობი მის ხელშია ძალაუფლებაც. ეს არის თანამედროვე
ოქრო (ფონდი. 303: 31).

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25