შესანიშნავი საჩუქარი ბათუმს და სრულიად საქართველოს

ავტორები

  • ირაკლი ბარამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

რეზიუმე

2023 წელს ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თაროს შეემატა ისტორიის დოქტორ ლელა სარალიძის შესანიშნავი მონოგრაფია — „ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“ (გამომცემლობა „ფავორიტი“, თბილისი). კვლევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული გამოცემით განსაკუთრებით გავიხარეთ ბათუმელებმა, ჯერ ერთი, კვლევის მიზანდასახულობიდან და, შესაბამისად, წიგნის სათაურიდან გამომდინარე და მეორეც, იმის გამო, რომ მისი ავტორი გახლავთ ბათუმისა და ქალაქელების კარგა ხნის მეგობარი და აქ გამართული სამეცნიერო ფორუმების ძალიან ხშირი და აქტიური მონაწილე.
მონოგრაფია შეეხება ბათუმის ცხოვრების უკიდურესად მძიმე წლებს, როცა ქალაქი, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადიოდა და ბეწვზე ეკიდა საქართველოს შემადგენლობაში მისი ყოფნის საკითხი. მართალია, საკითხის ისტორიოგრაფია არცთუ ისე ღარიბია, მაგრამ ქალბატონმა ლელამ პრობლემა განიხილა და წარმოაჩინა კომპლექსურად, მთლიანობაში. მის
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას არ გამორჩენია პრობლემის ირგვლივ დღემდე არსებული არც ერთი სერიოზული პუბლიკაცია, უმნიშვნელო სტატიებიც კი და ცალკეულ ავტორთა ღვაწლი საგანგებოდაც აღნიშნა წიგნის შესავალში, რაც ნათლად მეტყველებს მის მაღალ მეცნიერულ კეთილსინდისიერებაზე.
მონოგრაფია შედგება შესავლის, 7 თავის, 19 ქვეთავისა და დასკვნისგან. შესავალი, სადაც თემის აქტუალობასთან ერთად წარმოდგენილია ქალაქის მცირე ისტორიული ექსკურსი, მიზნად ისახავს პრობლემის არსის წარმოჩენას, მკითხველის გათვითცნობიერებას და საკითხში მის შეყვანას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25