გელათის მონასტრის საგანძურის ისტორიიდან 1918-1923 წლებში

ავტორები

  • მერაბ კეზევაძე

საკვანძო სიტყვები:

Gelati Monastery, treasure, Khakhuli Icon of the Virgin Mary, Catholicos-Patriarch of Georgia Leonides, Metropolitan Nazar, Archimandrite Nestor

რეზიუმე

გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში სრულიად საქართველოს საეკლესიო ნივთ-სამკაულთა ერთერთი უდიდესი და უმდიდრესი განძთსაცავი იყო. აქ ინახებოდა, როგორც ადგილზე შექმნილი და სხვადასხვა პიროვნების მიერ მონასტრისათვის შეწირული საოქრომჭედლო ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები, ასევე საქართველოს სხვადასხვა მხრიდან დასაცავად გადმოტანილი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო განძეულობა.
მტერთა თავდასხმებისა და ძარცვის მიუხედავად, აქ, XX საუკუნის 20 -იანი წლების დასაწყისამდე, კერძოდ, 1923 წლამდე - მონასტრის გაუქმებამდე, ინახებოდა მრავალი უძველესი ხელნაწერი, ძვირფას ლითონზე შესრულებული ჭედურობის უნიკალური ნიმუშები და სხვა ნივთები, რომელთაც შემდეგ საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში დაიდეს ბინა.
გელათის მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე იყო რუსული ეგზარქოსობის პერიოდი, როდესაც რამდენჯერმე მოხდა ძარცვა, დაყაჩაღება, თუ საეკლესიო ნივთ-სამკაულის მითვისება. საეგზარქოსოს მმართველობა და სასამართლო-საპოლიციო დაწესებულებები არასოდეს იყვნენ მონდომებულნი დანაშაულის გახსნით, პირიქით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საგანძურის საიმედოდ დაცვას და ხშირად მძარცველთა ხელშემწყობადაც კი გამოდიოდნენ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (12(25) მარტი 1917 წ.), ახალი ეპოქა დაიწყო გელათის მონასტრის ისტორიაში, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა მონასტრის საგანძურის მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. ქვეყანაში არსებული შიგა და გარე პოლიტიკური მდგომარეობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა, რასაც, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებაც შესაბამისად იჩენდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14