1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება საქართველოში (ახალი საარქივო მასალები)
საკვანძო სიტყვები:
Rebellion, Repression, Georgias special commissionრეზიუმე
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ფორმალურად ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი“ („რევკომი“) წარმოადგენდა (ითავსებდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და განმკარგულებელ ფუნქციებს), სინამდვილეში კი ქვეყნის მართვას რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი (მდივანი სერგო ორჯონიკიძე) ახორციელებდა. საქართველოში რევკომის ერთადერთ და საყრდენ ძალას საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია წარმოადგენდა. რევკომის 1921 წლის 25 თებერვლის დადგენილებით „საგანგებო-საგამომძიებლო კომისია“ შეიქმნა, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები გააჩნ და, ის საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას ახორციელებდა.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
2025-07-14
მიმდინარე
განყოფილება
საქართველოს ისტორია