ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და ანტონ I დიდი კათალიკოსის კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმები

ავტორები

  • ანა დოლიძე

საკვანძო სიტყვები:

Georgian church, state, culture, education

რეზიუმე

XVIII საუკუნე მრავალმხრივ საინტერესო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეულად ტრაგიკული პერიოდია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ისტორიაში. ამ პერიოდის საერო და სასულიერო ღირსეულად მოაზროვნე მოღვაწეთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა
სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, ოპოზიციურად განწყობილი ძალების ალაგმვა, ქვეყნის სოციალურ-კულტურული განვითარება და ეროვნული გადაგვარების პროცესის შეჩერება, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაძლიერება და განმტკიცება. ამ მიზნით, მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში, სამეფო ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთიერთკავშირის შედეგად გატარდა უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის იდეური გაერთიანებისა და რწმენის განმტკიცების საქმეში.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14