კათოლიკოსთა სათვალავი შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში

ავტორები

  • გონელი არახამია

საკვანძო სიტყვები:

Katholicoi of Kartli, The Conversion of Kartli, Vakhushti Batoni shvili, Life of kartli

რეზიუმე

საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქების (ჯერ ქართლის მთა ვარეპიკოპოსების, შემდეგ კათოლიკოსების) სათვალავი შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემატიკაში სათანადო ადგილს იკავებდა.
დღეისათვის მოღწეულ ისტორიულ თხზულებებს შორის, სადაც აღნიშნული საკითხია განხილული, უძველესია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ის ტორიული ქრონიკა. აღნიშნული ისტორიული ქრონიკა, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრების მოკლე რედაქციასაც შეიცავს, დღეისათვის ოთხი ხელნაწერითაა მოღწეული. მათგან ორი (N/Sin.geo- 48 და N/Sin.geo- 50) X ს. დასაწყისშია
გადაწერილი (ალექსიძე, 2011, გვ. 132, 167), მესამე (შატბერდული) - X ს. 70 იან წლებში (შანიძე, გიუნაშვილი, 1979, გვ. 26), მეოთხე (ჭელიშური) - XIV-XV საუკუნეებში (ყუბანეიშვილი, 1940, გვ. 91-101). აღნიშნული ქრონიკა, რომელიც მოგვითხრობს ამბებს ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში ლაშქრობიდან VII ს. 40-იან წლებამდე (ბოლოში ერთვის ქართლის დიდ
ერისთავთა და კათოლიკოსთა მშრალი სია), შეიცავს ქართლის წარმართ და ქრისტიან მეფეთა, ერისთავთა, მთავარეპისკოპოსთა და კათოლიკოსთა შესახებ ცნობებს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14