მასალები შუა საუკუნეებისა და XIX საუკუნის ქრისტიანული ხელოვნების ისტორიისთვის (საქართველოს უნივერსიტეტის მუზეუმის ორი ახალი ექსპონატი)

ავტორები

  • ნანა ბურჭულაძე
  • გიორგი გაგოშიძე
  • ერმინე მაღრაძე

საკვანძო სიტყვები:

Christian art, chased artifacts of medieval Georgia, pendant icon, reliquary cross

რეზიუმე

2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტის მუზეუმის კოლექცია შეივ სო კერძო კოლექციიდან შემოსული ვერცხლის მცირე ზომის ხატითა და ვერცხლისავე სამღვდელო ჯვრით. ორივე ნივთი ორმხრივია. ხატის ზედაპირზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, ჯვარზე კი წარმოდგენილია „ჯვარცმა“. ორივეს ზურგზე გრავირებულია საქტიტორო წარწერები. ჯვარი, მასზე დატანილი დამღით თარიღდება1873 წლით, ხოლო ხატის თარიღი - XI საუკუნე - დგინდება მისი იკონოგრაფიულ-სტილური და პალეოგრაფიული მონაცემებით. ორივე ნივთი გამოირჩევა გამოსახულებათა ორიგინალური იკონოგრაფიული სქემებითა და შესაბამისი ეპოქებისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავი სე ბურებებით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, როგორც ირკვევა, ბიზანტიური მიმართულების ქართულ ნაკეთობათა ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება ჯვარს, სპეციალური დამღისა და ცალკეული დეტალების მიხედვით ის მოსკოველი ოსტატის მიერაა დამზადებული.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14