ანჩის მაცხოვრის ხატის წარმომავლობის შესახებ

ავტორები

  • ზაალ წერეთელი

საკვანძო სიტყვები:

Ancha Icon, Mandilioni, Ceramioni, Edessa, Hieropolis

რეზიუმე

ანჩის ხატის მკვლევართა შორის პირველ რიგში თბილისის ანჩის ხატის ეკლესიის დეკანოზი, აწ წმინდანად შერაცხული პოლიევქტოს კარბელაშვილი უნდა დავასახელოთ. იგი თვლიდა, რომ ანჩის ხატი თვით პირმშო ხატი, მანდილიონი იყო. პოლიევქტოსის დეკანოზობის დროს ეს ხატი ანჩისხატის ტაძარში იყო დაბრძანებული. როგორც ტაძრის წინამძღვარს,
რომლის განკარგულებაშიც ბრძანდებოდა ანჩის ხატი, მოჭედილობის ქვეშ მას შენიშნული ჰქონდა კიდეც ხატზე დაკრული ტილოს ქსოვილის ფრაგ მენტები (კარბელაშვილი, 1902: 24-25) და ალბათ ეს გარემოებაც განამტკიცებდა მის რწმენას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14