საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივის „გზამკვლევი“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, არქივი, საარქივო ერთეულები, არქივის სტრუქტურარეზიუმე
„გზამკვლევის“ მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში დაცული ფონდების შესახებ, რომელიც მოიცავს 122 425 შესანახ ერთეულს. არქივში დაცულია იმ სამეცნიერო დაწესებულებების დოკუმენტებიც, რომლებიც სხვადასხვა სტატუსით ფუნქციონირებდა საქართველოში 1917 წლიდან და რომელთა ბაზაზე 1941 წ. თებერვალში ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია (1991 წლიდან ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, 2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია).
აკადემიაში დროთა განმავლობაში ხორციელდებოდა სტრუქტურული ცვლილებები, ფართოვდებოდა მასში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ქსელი, იზრდებოდა სამეცნიერო განყოფილებების რაოდენობა, 2007 წ. ჩატარდა ძირეული რეფორმა, რაც სათანადოდ აისახა აკადემიის არქივის ფონდების სტრუქტურის ფორმირებაზეც. წინამდებარე წერილში წარმოდგენილია ინფორმაცია აკადემიის მმართველი ორგანოს - პრეზიდიუმის, სამეცნიერო განყოფილებების, სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ამსახველი მასალების, აგრეთვე, ცნობები პირადი არქივების შესახებ.