მატანის ცხრაკარას მონასტრის მოხატულობები და მათი მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებები
რეზიუმე
ქართული ძეგლების გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობებს შორის მრავალმხრივ გამორჩეულია მატანის ცხრაკარას მონასტრის კომპლექსის მხატვრობა, რომელიც ფაქტობრივი სავალალო მდგომარეობისა და ფრაგ მენტულობის მიუხედავად, განსხვავებული ხელწერით, მხატვრული მრავალფეროვნებით, მნიშვნელოვნად ავსებს საქართველოში პოსტ ბიზანტიური პერიოდის ე.წ. ოფიციალური მიმართულების პროფესიული მხატვრობის შესახებ ჩვენს ცოდნას. მოხატულობები, რომლებიც შემორჩენილია როგორც ცენტრალური ბაზილიკის შუა ნავში, ისე მის სამხრეთ მინაშენში და ცალკე მდგომ დარბაზულ ეკლესიაში, დათარიღებულია XVI საუკუნით, თუმცა ისინი განსხვავებულია არა მხოლოდ მხატვრული ხელწერით, ეპოქისმიერი მხატვრული ნიშნებითაც და ვფიქრობთ, სხვადასხვა დროზე მიანიშნებს.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
2025-10-06
მიმდინარე
განყოფილება
ხელოვნების ისტორია