მეცნიერებათა აკადემიის პირველი ნაბიჯები

ავტორები

  • როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია https://orcid.org/0000-0001-6406-778X

საკვანძო სიტყვები:

მეცნიერებათა აკადემია

რეზიუმე

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია 1941 წლის 10 თებერვალი. ამ დღეს განცხადდა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება (№ 183) მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების შესახებ. დადგენილებას ხელს აწერდა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ვ. ბაქრაძე და საქმეთა მმართველი ი. რუხაძე. ამ
დადგენილებით მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალში შემავალი ყველა დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს: გეოლოგიის ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ლაბორატორია, ყოფილი ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორია. დამტკიცებული იქნა აკადემიის წესდება და სტრუქტურა, რომელიც აკადემიის შემდგომი ორგანიზაციული საქმიანობის საფუძველი გახდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-10-06