საღვთისმეტყველო განათლება საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II, საგანმანათლებლო ცენტრები, თეოლოგიარეზიუმე
სტატიაში აღწერილია ანტიკური ეპოქის თეოლოგიური სკოლები სხვადასხვა საეკლესიო ცენტრში, მათ შორის: ალექსანდრიაში, იერუსალიმში, რომში, კართაგენში, ხოლო მოგვიანებით კონსტანტინოპოლსა და კაბადოკიაში და ა.შ. ასევე, ყურადღება გამახვილებულია მსგავსი სასულიერო სკოლების არსებობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სასულიერო ცენტრებში. ხაზგასმულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა სასულიერო განათლების აღორძინების დიდ რელიგიურ-ეროვნულ საქმეში ეფუძნება საერთო ქრისტიანულ და ამავდროულად, ქართულ საეკლესიო ტრადიციას, რომელსაც განსაკუთრებული ნიშა აქვს.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
2026-02-04
მიმდინარე
განყოფილება
საქართველოს ისტორია

