ცნებების - „გენუის ტბა” და „ოსმალეთის ტბა” საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
Black Sea, „Genoa Lake”, „Ottoman Lake”რეზიუმე
განვითარებულ შუა საუკუნეებში პონტოს საზღვაო ვაჭრობის თემა პირდაპირ უკავშირდებოდა აქ გენუისა და სხვა იტალიური სავაჭრო კოლონიების გაჩენას, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში - ოსმალეთის იმპერიის დაარსებას, რომლის ფარგლებში სრულად იყო მოქცეული შავი ზღვის აუზი. მართლაც, გენუა-ვენეციის მიერ კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპირო ზოლისა გახდა წინაპირობა, რომ XIII-XV საუკუნეებში განსაკუთრებით გაზრდილიყო იტალიელთა საზღვაო-საქარავნო ვაჭრობა. ამგვარი სავაჭრო
ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი ჩანდა, თუკი არ იქნებოდა გაკონტროლებული სანაპირო ციხე-პორტები, ნავთსაყუდლები და, შესაბამისად ამისა – არ იქნებოდა უზრუნველყოფილი საზღვაო-სავაჭრო მიმოსვლის უსაფრთხოება და დაცვა, ეს კი მოასწავებდა ზღვის სტატუსის ცვლილებას.
უნდა ითქვას, რომ შავი ზღვის ფუნქციური დატვირთვა შუა საუკუნეთა განმავლობაში მართლაც იცვლებოდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი სახელმწიფოს გავლენის სფეროში ექცეოდა მისი აუზი და ამ პრობლემას ყოველთვის უთმობდნენ ყურადღებას საქარავნო-სავაჭრო გზების შესწავლის დროს, იგი განიხილებოდა როგორც ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მართლაც, იმ ხანად ქვეყნათშორისი ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებისას ზღვით მიმოსვლას ენიჭებოდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც სახმელეთო კავშირებს და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ზღვით დაკავშირება უ ფ რ ო
უსაფრთხო ჩანდა, ვიდრე გადაადგილება განსხვავებული ეთნო-კონ ფესიური სახელმწიფოების ტერიტორიებზე.

