გივი ლობჟანიძის წიგნის „რომის სამართლის“ პრეზენტაცია
საკვანძო სიტყვები:
“Roman Law”, International Relationsრეზიუმე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერ თაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის „რომის სამართლის“ პრეზენტაცია მოეწყო.
გივი ლობჟანიძის წიგნი „რომის სამართალი“, ქუთაისი, 2024, 448 გვ. რედაქტორი: პროფესორი ლადო ჭანტურია; რეცენზენტები: პროფესორები - რომან შენგელია, ვალერი ხრუსტალი, ალექსანდრე ტალიაშვილი, საგამომცემლო ცენტრი, ISBN 978-9941-9932-0-6 - ეძღვნება რომის სამართლის წყაროებსა და უახლოეს პერიოდში გამოცემულ ლიტერატურას, მანამდე ქართულად გამოქვეყნებული მასალების შეფასებას. კვლევის შედარებითი მეთოდის გამოყენებით, ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ახალი მიდგომა იმ საკითხების წარმოსაჩენად, რომელიც რომაული სამართლის რეცეფციამ ისტორიულად განაპირობა ქართული სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტების ფორმირების პროცესში.

