საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაციის შეიარაღება 1918 წელს
საკვანძო სიტყვები:
I მსოფლიო ომი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შაშხანა, ტყვიამფრქვევირეზიუმე
სტატიაში განხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაციის შეიარაღების საკითხები 1918 წლის მდგომარეობით. საუბარია როგორც რეგულარულ ჯარზე, ასევე სახალხო გვარდიაზე. წარმოდგენილია როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხები.
1918 წლისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაციის შეიარაღების მდგომარეობა ჯეროვან სიმაღლეზე იდგა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების, სომხეთისა და აზერბაიჯანის, აგრეთვე, ოსმალეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ინდივიდუალური სასროლი იარაღისა და საარტილერიო შეიარაღების ტიპებით დაახლოებით ერთნაირად იყო უზრუნველყოფილი. თუმცა, მსხვილკალიბრიანი საალყე არტილერიის
რაოდენობის მხრივ ოსმaლეთი გამორჩეული იყო. რაც შეეხება ცეცხლის წარმოებისა და ქვეითთა საბრძოლო მხარდაჭერის ისეთ მძლავრ ტექნიკურ საშუალებებს, როგორიცაა ჯავშნოსანი მატარებლები და ჯავშანმანქანები, და მით უმეტეს - ავიაცია, აქ, ქართული მხარის უპირატესობა აშკარა იყო. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც 1918 წლისათვის
ჯავშნოსანი მატარებლების, ჯავშანმანქანებისა და ავიაციის პარკს ფლობდა.