სიახლეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში

ავტორები

  • გონელი არახამია

რეზიუმე

2021-2022 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გრძელდებოდა მუშაობა „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამით დაფინანსებულ ხუთწლიან სამეცნიეროკვლევით პროექტზე - „საქართველოს საზღვრები“ (ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი გიორგი ჭეიშვილი). აღნიშნულ წლებში, პროექტის ერთ-ერთი მიმართულების დაგეგმილი თემების: „ქართველი ხალხის ეთნოკულტურული ურთიერთობები ცენტრალური კავკასიის ხალხებთან“ (2021 წელი), „ქართველი ხალხის ეთნო-კულტურული ურთიერთობები ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის ხალხებთან“ (2022 წელი) - შესასრულებლად, მოეწყო საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიციები ონისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში. საველე სამუშაოები 2021 წელს ჩატარდა ზემო რაჭის სოფლებში: გლოლა, ღები, ჭიორა და 2022 წელს ხევსურეთის სოფლებში: ბარისახო, როშკა, ახიელი, შატილი, მუცო, არდოტი, გუდანი, ბისო, ხახმატი, ბაცალიგო. მოპოვებული ახალი მასალა გამოყენებული იქნა წლიურ ნაშრომებში.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-07-09