კონტრაქტი

ნაშრომის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში "საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“       

                                                                                                                                 თარიღი: ............................  

სსიპ - საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემია   როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის "საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“         გამომცემელი (შემდგომში - გამომცემელი) ვიცე-პრეზიდენტის აკადემიკოს როინ მეტრეველის სახით  ერთი მხრივ, და ---------------------------------- (შემდგომში - ავტორი), მეორე მხრივ,  დებენ ამ ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) სამეცნიერო ნაშრომის (შემდგომში - სტატია) გამოქვეყნების შესახებ სამეცნიერო ჟურნალში  "საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“         შემდეგ პირობებზე:

  • ზოგადი დებულებები

1.1. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას, რომლის შესაბამისად ავტორი აგზავნის თავის მასალებს ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე: macne.journal@gmail.com    ან ტვირთავს პროგრამულად URL მისამართზე - http://  macne.org.ge

1.2. ელექტრონული საინფორმაციო რესურსების საავტორო უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად,  ელექტრონული ჟურნალის  მასალების რეპროდუქცირება ხელმეორედ გამოქვეყნება მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით (ელექტრონული ან ბეჭდური) არ შეიძლება ჟურნალის ავტორებისა და რედაქციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნებული მასალების სხვა დოკუმენტების ჭრილში გამოყენებისას საჭიროა მითითება პირველწყაროზე.

  • ხელშეკრულების საგანი

2.1. ამ ხელშეკრულების თანახმად, ავტორი უფასოდ აძლევს გამომცემელს 3.1 პუნქტში ჩამოთვლილ არა ექსკლუზიურ უფლებებს სტატიის გამოყენებისათვის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

2.2. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ მას აქვს ექსკლუზიური უფლება გამომცემლობისთვის გადაცემულ სტატიასთან დაკავშირებით.

  • მხარეთა უფლებები და მოვალეობები

3.1. ავტორი გამომცემელს ანიჭებს შემდეგ უფლებებს 5 (ხუთი) წლის ვადით:

3.1.1. სტატიის ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნება ჟურნალის ვებგვერდზე (http:// macne.org.ge)  და სხვა მონაცემთა ბაზებში;

3.1.2. სტატიის რეპროდუქცირების უფლება (სტატიის გამოქვეყნება, გასაჯაროება, დუბლირება, ტირაჟირება ან სტატიის გავრცელების სხვა ფორმა)  ასლების ტირაჟის შეზღუდვის გარეშე, მათ შორის ელექტრონულ მედიაში, ელექტრონულ ქსელებსა და მონაცემთა ბაზებში. სტატიის თითოეული ეგზემპლიარი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სტატიის ავტორის სახელს;

3.1.3. სტატიის ნებისმიერი ფორმით გავრცელების უფლება;

3.1.4. სტატიის გადამუშავების უფლება (მის საფუძველზე შეიქმნას ახალი, შემოქმედებითად დამოუკიდებელი ნაწარმოები), თარგმანი და სტატიაში ცვლილებების შეტანის უფლება, ტექსტის სათაურისა და რედაქტორული შესწორებების ჩათვლით, რაც არ წარმოადგენს მის გადამუშავებას;

3.1.5. სტატიის საჯაროდ ჩვენებისა და ინფორმაციის სარეკლამო და სხვა მიზნებისთვის დემონსტრირების უფლება;

3.1.6. საზოგადოებისათვის გაცნობის უფლება.

3.1.7. სალიცენზიო ხელშეკრულების დადების უფლება მესამე პირთან, ე.ი.  მესამე პირისათვის 3.1 პუნქტში ჩამოთვლილი სტატიის გამოყენების უფლების მინიჭება ავტორისათვის ანაზღაურების გარეშე.

3.2. თუ არც ერთი მხარე მეორე მხარეს არ გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დადგენილი ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე არა უგვიანეს ორი თვისა, მაშინ სტატიის შესახებ გამომცემლის უფლებების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მსგავსი პერიოდისთვის. განახლების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

3.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული ვადა  არ შეიძლება აღემატებოდეს სტატიისადმი ავტორის განსაკუთრებული უფლებების მოქმედების ვადას. განსაკუთრებული უფლების გასხვისების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია წერილობით აცნობოს გამომცემელს სტატიასთან, ან მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებით მისი უფლებების შეწყვეტის შესახებ, ამგვარ შეწყვეტამდე მინიმუმ სამი თვით ადრე.

3.4. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ სტატია, რომლის გამოყენების უფლებები  ამ ხელშეკრულებით გადაეცა გამომცემელს, წარმოადგენს ავტორის ორიგინალურ ნაშრომს.

3.5. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ ეს სტატია არავისთანაა გადაგზავნილი გამრავლების ან სხვა გამოყენებისთვის.

3.6. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ სტატია შეიცავს ყველა მითითებას ციტირებულ ავტორებთან და პუბლიკაციებთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია საავტორო უფლებების მოქმედი კანონით, აგრეთვე სტატიაში გამოყენებული სხვა პირებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებულ შედეგებისა და ფაქტების  გამოყენება არ დაარღვევს ამ პირებისა და ორგანიზაციების ინტელექტუალურ უფლებებს.

3.7. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ სტატია არ შეიცავს მასალებს, რომლის გამოქვეყნება და გავრცელება ღია პრესაში არ გამოიწვევს საიდუმლო (კონფიდენციალურ) ინფორმაციის (მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების) გამჟღავნებას.

3.8. ავტორი იძლევა გარანტიას, რომ მესამე პირს არ მისცემს სტატიის გამოყენების ლიცენზიას გამომცემლის მიერ ნაშრომის პირველი გამოქვეყნების თარიღამდე.

3.9. გამომცემელი ვალდებულებას იღებს დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო უფლებები და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მესამე მხარის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

3.10. გამომცემელს უფლება აქვს:

- ჩაატაროს სტატიის ტექნიკური და ლიტერატურული რედაქტირება, მისი ძირითადი შინაარსის შეცვლის გარეშე;

- ჩაატაროს სტატიის ექსპერტიზა და შესთავაზოს ავტორს საჭირო ცვლილებები, რომლის დასრულებამდე სტატია არ გამოქვეყნდება ჟურნალში;

- გამოაქვეყნოს წინასწარი ან/და სარეკლამო ინფორმაცია  სტატიის გამოქვეყნების შესახებ  მედიასა და ინფორმაციის სხვა წყაროებში;

- დაადგინოს ჟურნალში მასალების მიღების და გამოქვეყნების წესები (პირობები).

ჟურნალის რედაქციას აქვს უფლება შეარჩიოს ან/და უარყოს ჟურნალის რედაქციაში გაგზავნილი მასალები მათი გამოქვეყნების მიზნით. ავტორის მიერ ჟურნალის რედაქციაში გაგზავნილი ხელნაწერი (მასალა) არ ექვემდებარება დაბრუნებას;

- დროებით შეაჩეროს ავტორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა  ტექნიკური, ტექნოლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, რომლებიც ხელს უშლის მომსახურების მიწოდებას, ამგვარი მიზეზების აღმოფხვრის პერიოდის განმავლობაში;

- ცალმხრივად შეაჩეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება  სასამართლოს გარეშე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სტატია (ან მისი რომელიმე ნაწილი) არ შეესაბამება ჟურნალის თემას, ან წარმოდგენილი მასალა არასაკმარისია გამოქვეყნებისათვის, ან სტატიის დიზაინი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს;

ბ) ავტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევა;

- შეიტანოს ხელშეკრულებაში ცვლილებები   დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 

  • ხელშეკრულების ძალაში შესვლა

4.1. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მისი დადების მომენტიდან, როდესაც ავტორი აგზავნის სტატიას ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე და  მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადით, თუ მისი ვადის გასვლამდე რომელიმე მხარე არ გამოთქვამს მისი შეწყვეტის სურვილს.

  • ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და შეწყვეტის პროცედურა

5.1. გამომცემელს უფლება აქვს წინასწარ ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე, ავტორს აცნობოს ჟურნალის ვებ – გვერდის საშუალებით (http://macne.org.ge), ან გაუგზავნოს შეტყობინება  ელექტრონული ფოსტით ავტორის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებულია ავტორის განაცხადში. ცვლილებები ძალაში შედის შესაბამის შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

5.2. თუ ავტორი არ ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებში ცვლილებებს, ავტორს უფლება აქვს გაუგზავნოს გამომცემელს წერილობითი შეტყობინება ამ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ავტორისგან წერილობითი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, ცვლილებები ავტორის მიერ მიღებულად ითვლება და შეთანხმება განაგრძობს მუშაობას შეტანილი ცვლილებებით;

5.3. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნაადრევად მხარეთა შეთანხმებით ნებისმიერ დროს;

5.4. ავტორს უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას ამ შეთანხმების შესრულებაზე გამომცემლისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ჟურნალში ავტორის სტატიის გამოქვეყნების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) დღით ადრე;

5.5. ხელშეკრულების შეწყვეტა რაიმე მიზეზით არ ათავისუფლებს მხარეებს პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, რომლებიც წარმოიშვა მისი მოქმედების პერიოდში.

 

  • პასუხისმგებლობა

6.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არასათანადოდ შესრულებისათვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. ავტორის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი. ავტორი პასუხისმგებელია მის მიერ გამომცემლისთვის გადაცემული ინფორმაციის სისწორეზე და სისრულეზე. ავტორისგან მიღებული არაზუსტი ინფორმაციის გამოყენებისას გამომცემელი პასუხს არ აგებს მოწოდებული არაზუსტი ინფორმაციის საფუძველზე მისი მოქმედებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე;

6.3. ავტორი პასუხისმგებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო უფლებების და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე;

6.4. გამომცემელს ხელშეკრულებით პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ:

ა)  ქმედება პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ავტორთან;

ბ) ავტორს მიადგა რაიმე დანაკარგები, განურჩევლად იმისა, შეეძლო თუ არა გამომცემელს ასეთი დანაკარგების შესაძლებლობის პროგნოზირება.

6.5. გამომცემელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, თუ ასეთი დარღვევა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით, მათ შორის: სახელმწიფო ორგანოების ქმედებები (მათ შორის, სამართლებრივი აქტების მიღება), ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ეპიდემია, ელექტროენერგიის ან/და კომპიუტერული ქსელის უკმარისობა, გაფიცვები, სამოქალაქო არეულობა, ბუნტი, ნებისმიერი სხვა გარემოება.

 

  • დავების გადაწყვეტის წესი

7.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დავებს და უთანხმოებებს მხარეები წყვეტენ საჩივრის  საფუძველზე, რომელიც განიხილება ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მიერ. საჩივრის განხილვის ვადაა 30 კალენდარული დღე. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავები გადაეცემა შესაბამის სასამართლოს.

7.2. თუ მხარეებს შორის გადაუჭრელი უთანხმოებაა, დავები წყდება  სასამართლოში საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  • სხვა პირობები

8.1. ნებისმიერი შეტყობინება,  თხოვნა  და ა.შ. (გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომელიც ორიგინალი დედნის სახით უნდა გაიგზავნოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) ავტორის მიერ მიღებულად ითვლება, თუ ისინი გამომცემელმა გადასცა (გაგზავნა) ჟურნალის ვებ – გვერდის საშუალებით (მათ შორის, გამოქვეყნებით),  მითითებული ელექტრონული ფოსტით და სხვა საკომუნიკაციო არხებით. მხარეები აღიარებენ მითითებული მეთოდით გადაცემული (გაგზავნილი) შეტყობინებების, მოთხოვნების და ა.შ. იურიდიულ ძალას.

8.2. გამომცემლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება მესამე პირის  საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებების დარღვევას,   სტატიის შექმნისას ან ავტორის მიერ ამ შეთანხმების დადებისას, ავტორი იღებს ვალდებულებას:

-  გამომცემლისგან შეტყობინების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მესამე პირებთან დავების გადასაჭრელად, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული წარმოება დაიწყონ გამომცემლის მხრიდან და მიიღონ ყველა ზომა, რათა გამოირიცხოს გამომცემელი რესპონდენტთა სიიდან;

- აუნაზღაუროს გამომცემელს იურიდიული ხარჯები და ზარალი, რომელიც გამოწვეულია სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად და მესამე მხარისთვის გადახდილი თანხები ექსკლუზიური საავტორო  და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისათვის, რომელიც მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად გამოწვეულია ავტორის მიერ გარანტიების შეუსრულებლობით.

„მხარეთა“  ხელმოწერები

 

„გამომცემელი“                                                                                       „ავტორი“

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემია                      

მისამართი: თბილისი. რუსთაველის გამზ, № 52

 ვიცე-პრეზიდენტი                  

როინ მეტრველი .......................................................................