http://macne.org.ge/index.php/macne/issue/feedმაცნე2024-12-25T15:40:53+00:00გონელი არახამია | Goneli Arakhamiamacne.journal@gmail.comOpen Journal Systems
სარედაქციო გუნდი

მთავარი რედაქტორი

როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: roin@metreveli.com;

პასუხისმგებელი რედაქტორი

გონელი არახამია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: goneli.araxamia@gmail.com,

ლიტერატურული რედაქტორი

ვალერიან ასათიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: valeriasatiani@yahoo.com ;

სარედაქციო კოლეგია

1.ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zazaabash@gmail.com;

2.ზურაბ აბაშიძე - ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zurab_Abashidze@hotmail.com;

3.ზაზა ალექსიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zaza_alexidze@hotmail.com;

4.დევიდ ბრაუნდი, ექსეტერის უნივერსიტეტი, ექსეტერი, დიდი ბრიტანეთი. ელ-ფოსტა: d.c.braund@exeter.ac.uk

5.ნანა გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: nana.gelashvili@tsu.ge;

6.ომარ გოგიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ტელ. (+995) 32-299-87-03; მობ. (+995) 599 50 42 99

7.მარიამ დიდებულიძე - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: marididebuli@yahoo.com;

8.სერგო ვარდოსანიძე - გორის უნივერსიტეტი, გორი, საქართველო. ელ-ფოსტა: sergovar@gmail.com;

9.ბუბა კუდავა - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, ელ-ფოსტა: bubatao@gmail.com;

10.დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: dlortkipanidze@museum.ge;

11.ჰიროტაკე მაედა - ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია. ელ-ფოსტა: h-maeda@slav.hokudai.ac.ip

12.ლია მელიქიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: lmelikishvili@hotmail.com;

13.დავით მუსხელიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: davidmusxeli@gmail.com;

14.ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. მობ. (+995) 593 46-29-98

15.გოჩა საითიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: saitidze@yahoo.com;

16.ჯაბა სამუშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: jabasamushia@yahoo.com;

17.ბერნარ უტიე - საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი. ელ-ფოსტა: bernard.outtier@wanadoo.fr

18.კიაზო ფიცხელაური - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: kotepi2002@yahoo.com;

19.კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: president@cu.edu.ge;

http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/172სპილენძის მეტალურგია ძველ კოლხეთში და წერილობითი წყაროები2024-12-25T14:43:06+00:00ნინო სულავაnino_sulava@yahoo.comგონელი არახამიაgoneli.araxamia@gmail.comნანა რეზესიძეrezesidzenana@gmail.com
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხეთში არქეომეტალურგიის ძეგლები - ქურა-სახელოსნოები, რომლებიც მთელი კოლხეთის არეალზე იყო აღმოჩენილი XX საუკუნის 60-70-იან წლებში, სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეული იყო რკინის მეტალურგიის ძეგლებად. შესაბამისად, წყაროებში, ლიტერატურულ ცნობებსა და მითებში მოძიებული იყო რკინასთან დაკავშირებული
ცნობები.
XXI საუკუნის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდა თანამედროვე საბუნებისმეტყველო კვლევებზე დაყრდნობით წინა საუკუნეში გამოვლენილი და შესწავლილი არქეომეტალურგიის ძეგლების მონაცემების გადამოწმება, რის შედეგადაც რკინის მეტალურგიის ძეგლებად მიჩნეული ქურა-სახელოსნოების დიდი უმრავლესობა სპილენძის მეტალურგიას მიეკუთვნა.
არქეოლოგიურ მონაპოვარს ეხმიანება წერილობით წყაროებში დაცული მონაცემებიც. ცნობილია, რომ ისტორიული საქართველოს ტერიტორაზე, კერძოდ, ძველ კოლხეთში მეტალურგიის განვითარების, სახელდობრ, ბრინჯაოს, რკინის, თითბრის, ოქროს, ვერცხლის მოპოვებისა და დამუშავების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ძველაღმოსავლური, ანტიკური, ბიზანტიური, ძველსომხური დოკუმენტური, ნარატული თუ ლიტერატურული ძეგლები. ამჯერად განვიხილავთ მხოლოდ ძველაღმოსავლურ და ანტიკურ წყაროებში დაცულ ცნობებს საკუთრივ სპილენძის წარმოების შესახებ ძველ კოლხეთში.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/171საკრალური სივრცეების ფორმირება პირველ ქართულ ეკლესიებში და ქართლის სამეფოს გაქრისტიანების საკითხები2024-12-25T14:34:50+00:00ნოდარ ბახტაძეnodar.bakhtadze@iliauni.edu.ge
ჩვენ მიერ ნაქალაქარ ნეკრესში არქეოლოგიურად აღმოჩენილ IV-V საუკუნეების ორ ქრისტიანულ ტაძარში - ჭაბუკაურისა და დოლოჭოპის გრანდიოზულ ბაზილიკებში, ქართული ეკლესიებისათვის დღემდე უჩვეულო სტრუქტურული ელემენტები დადასტურდა. კერძოდ, მათ ცენტრალურ ნავებში, აღმოსავლეთიდან მე-3 და მე-4 წყვილ სვეტებს შორის, ანუ ზუსტად ნაოსების ცენტრში მოწყობილია ე. წ. ქვა-ყუთის ტიპის ოსუარიუმები. ერთ შემთხვევაში (ჭაბუკაურში), ამ ქვის ლუსკუმაში რამდენიმე მიცვალებულის ძვლოვანი ნეშტები იყო ჩაბრძანებული, არეული ნაწილების მეორად დაკრძალვაზე (ბერულ წესზე) აშკარა მინიშნებით. მეორეგან, დოლოჭოპის ბაზილიკაში კი განსაკუთრებული პატივით - ქვის სასთუმალზე დასვენებული თავით და მაღლა შემართული მაკურთხებელი მარჯვენით, ჩასვენებული იყო ერთი ინდივიდი, დიდი ალბათობით მაღალი იერარქიის
სასულიერო პირი (იქნებ, ამ ტაძრის მაშენებელი ეპისკოპოსიც). ორივე ამ სამარხის ირგვლივ დადასტურდა დაკრძალვის დროსვე მოწყობილი უჩვეულო ნაგებობათა საძირკვლების ნაშთები, რომელთა იატაკის ზედა ნაწილები, თვით ამ ლუსკუმათაგან განსხვავებით, მოგვიანებით მოუშლიათ.
ამგვარად, ორივე ტაძრში სავარაუდოა ნაოსების ცენტრში რამდენადმე მაინც შემაღლებული პლატფორმისებრი კონსტრუქციების არსებობა, საძირკველქვეშ ჩატანებული წმინდა ნაწილებით. აქ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ, რომ რომაულ და ადრეულ ბიზანტიურ სამყაროს უძველეს ქრისტიანულ ბაზილიკებში, განსაკუთრებით მრავლად კი ჩრდილოეთ და დასავლეთ სირიაში, ეკლესიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტურგიკული კომპონენტი იყო ნაოსის ცენტრში ჩადგმული ბემა, ანუ, შემაღლებული, ქვის ან ხის პლატფორმა, რომლიდანაც ღვთისმსახურებისას გარკვეულ ლოცვებს კითხულობდნენ სასულიერო პირები. იქაურ ნაეკლესიარებში გვხვდება როგორც წრიული, ისე ნახევარწრიული და მართკითხა გეგმის ბემების ნაშთები - მათი უმრავლესობა, მოგვიანებით, ლიტურგიის კანონიკის ცვლილების გამო მოუშლიათ. თუმცა, ზოგიერთზე ბალდახინისა და საკურთხევლისკენ
მიმართული სამეუფეო ტახტების ნაშთებიცაა შემონახული. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ თუკი ზოგადად ქრისტიანული ტაძარი სიმბოლურად სამყაროს მოდელს განასახიერებს, მის ცენტრში მდგარი ბემა გაიგივებული იყო როგორც იერუსალიმთან, ისე გოლგოთასთანაც და, შესაძლოა, ქრისტეს საფლავთანაც. როგორც ჩანს, ბემის სწორედ ამგვარი სიმბოლიკა განაპირობებდა იმ გარემოებას, რომ არქეოლოგიურად შესწავლილ ამ ტიპის სირიულ ძეგლებში, მრავალგან გამოვლინდა მათ ქვეშ მოწყობილი წმინდანთა სანაწილეები თუ სამარხები. ადრეული სირიული ეკლესიების ზოგიერთი ცნობილი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მცირე ზომის ბემიანი ტაძრების დიდი ნაწილი, სულაც მარტირიუმებიაო, თუმცა მეცნიერების უმრავლესობის აზრით, დიდი ზომის ბემიან სამრევლო ტაძრებს მხოლოდ წმინდანთა მავზოლეუმების ფუნქცია არ გააჩნდათ.
დიდი ალბათობით, ამ ტიპის ბემების პლატფორმების ქვეშ მოწყობილ აკლდამებში წმინდანთა ნაწილების დაბრძანება ან სამარხების მოწყობა (საკურთხევლების ქვედა კრიპტების პარალელურად), საკმაოდ გავრცელებული ჩვეულება ყოფილა სირიის მეზობელ რეგიონებშიც. სწორედ ამ მოვლენის გათვალისწინებით არ გამოვრიცხავთ, რომ ჭაბუკაურის და დოლოჭოპის ტაძრების ნაოსის ცენტრში აღმოჩენილი ქვის ოსუარიუმები, აქ სირიული ანალოგიებისამებრ აღმართული ბემების ქვეშ ყოფილიყო მოწყობილი. ჩვენი აზრით, ეს გარემოება კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი არგუმენტია იმ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, რომ
ქართლის (იბერიის) სამეფოში ქრისტინული სარწმუნოება და ლიტურგიის სტილი, უშუალოდ ანტიოქიის მღვდელმთავართა კურთხევით უნდა დამკვიდრებულიყო.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/163არჩილ ჯორჯაძე - მიხეილ ვორონცოვის მოღვაწეობის პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში ხედვის ასპექტები2024-12-24T18:05:26+00:00გივი ლობჟანიძეgivi.lobzhanidze@giu.edu.ge
არჩილ ჯორჯაძე თავის ნაშრომებში წარმოგვიდგენს როგორც წინამორბედ ქართველ მოღვაწეთა პოლიტიკური შეხედულებების შეფასებას, ასევე, თავის დამოკიდებულებას მათთან და საკუთარ პოლიტიკურ კრედოს, რომლის ამოსავალია მისივე მოსაზრებები ქართველი ერის მომავალი ეროვნული ბედისა და ეროვნული სახელმწიფოს სამართლებრივი რაობის საკითხებზე. მან მოგვცა მ. ვორონცოვის რეალური პორტრეტი. წარმოჩენაში დასკვნა არჩ. ჯორჯაძეს ეკუთვნის. მისი შეხედულებანი, მ. ვორონცოვის
მოღვაწეობის შესახებ, ძირითადად, გაზიარებულია თანამედროვე თანამედროვე მკვლევართა მიერ.
არჩილ ჯორჯაძის ეს სიტყვები მრავალმხრივაა საყურადღებო: პირველ ყოვლისა, სავსებით აშკარაა, რომ იგი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ყურადღებითა და დაინტერესებით, რომელსაც მ. ვორონცოვი ქართველი ხალხისა და მისი კულტურისადმი იჩენდა; მ. ვორონცოვის პოლიტიკურ კურსში იგი ხედავს იმ სურვილების განხორციელებას, რომელიც ჰქონდა ქართველ ხალხს, როდესაც ცდილობდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.
ამასთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩილ ჯორჯაძე სრულიადაც არაა მ. ვორონცოვის ბრმა აპოლოგეტი. მას მშვენივრად ესმის, რომ ის მნიშვნელოვანი კულტურული ძვრები, რომელიც მისი მოღვაწეობის დროს მოხდა, იყო არა უშუალოდ მ. ვორონცოვის წყალობა, არამედ იძულებითი ლოიალობა და კეთილგანწყობა იმ ღონისძიებებისადმი, რომელთა გატარებასა და ხორცშესხმას თვით ქართველი ხალხი და მისი მოწინავე წარმომადგენლები ცდილობდნენ.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/161ეროვნული მეხსიერების დაცვა-გადარჩენის საკითხისათვის ტაო-კლარჯეთში2024-12-24T17:39:37+00:00როინ მალაყმაძეroin.malakmadze@bsu.edu.geელზა ფუტკარაძეelza.phutkaradze@bsu.edu.geნაილა ჩელებაძეNaila.chelebadze@bsu.edu.ge
წარმოდგენილ კვლევაში ტაო-კლარჯეთში ეროვნული მეხსიერების რამდენიმე ასპექტსა და მისი დაცვა-გადარჩენის საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ეროვნული გენის კოდი - ქართული ენის მდგომარეობა რა სურათს გვიჩვენებს ისტორიულ ტაო-კლარჯელთა ცნობიერებაში, რადგან ეროვნული იდენტობის ყველაზე მძლავრი ფაქტორი, მყარი ნიშანი ენაა. ასევე, ტაო-კლარჯელთა მეხსიერებაში, მათ ეროვნულ ცნობიერებაში რამდენადაა შემორჩენილი ისტორიული წარსულის ცოდნა. აქვე განხილული იქნება ტაო-კლარჯელთა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული რეალიებიც.
აღნიშნული საკითხის კვლევისას გასათვალისწინებელია ტოპონიმიკური მასალის ანალიზიც. უფრო მეტიც, შეიძლება ქართული დავიწყებული ჰქონდეთ, მაგრამ მათ მეხსიერებას შემოუნახავს ადგილის ისტორიული ქართული სახელები.
საკვლევი საკითხის განხილვისას, ძირითადად, ჩვენ მიერ წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს ჩაწერილი ემპირიული მასალით ვიხელმძღვანელებთ. როგორც ცნობილია, ეროვნული მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის დაცვა-შენახვას, არამედ მომავალში მისი არსებობისა თუ გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს. ეს კი, ტაო-კლარჯეთში მნიშვნელოვან პრობლემად
იკვეთება.
საანალიზოდ წარმოდგენილი საკითხები, ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებ წარმოდგენას შეგვიქმნის ტაო-კლარჯეთში ეროვნული მეხსიერების ზოგიერთი ასპექტისა და მისი დაცვა-გადარჩენის საკითხის შესახებ.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/168საქართველოს ეკლესია ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობის პერიოდში2024-12-25T13:33:00+00:00ანა დოლიძეdolidzeana87@gmail.com
წინამდებარე ნაშრომში საუბარია XVIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ მდგომარეობაზე ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობის პერიოდში. ამ დროის უმთავრესი წყარო ვ. ბატონიშვილის თხზულებაა, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად და თვალსაჩინოდ აქვს წარმოდგენილი სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მდგომარეობა.
საქართველოში მართლმადიდებელ სარწმუნოებას უდიდესი გავლენა ჰქონდა ქართული კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში, განმტკიცებასა და ღირსეულად დაცვაში. საერო და სასულიერო ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ამ ღირებულებათა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ურყევად დაცვა და შთამომავლობისთვის
გადაცემა იყო. ამ მიზანს საუკუნეთა მანძილზე ასიათასობით ქართველი ეწირებოდა მეფე-დედოფლებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დასრულებული.
XVI საუკუნის შემდეგ, როდესაც საქართველო სპარსეთისა და ოსმალეთის გავლენის სფეროდ იქცა, უმძიმესი ვითარება შეიქმნა საქართველოში. მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა XVII-XVIII საუკუნეებში, როდესაც ქართული სამეფოები მუსლიმ მმართველთა ხელში გადავიდა და დაიწყო მართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა: უდიდესი პრივილეგიები მიენიჭათ მუსლიმურ, სომხურ და კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულ პირებს, რასაც მოჰყვა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაკნინება და ქართული ღირებულებების გადაგვარება. დავიწყებას მიეცა ქართული წეს-ჩვეულებები, დამკვიდრდა უცხოური სახელწოდებები, შეიბილწა ტაძრები, შემცირდა სამღვდელოთა რაოდენობა, წინაპართა ერთსულოვნება და მამაცობა შეიცვალა განცხრომითა და ფუფუნებით, რაც კარგად გამოიყენა გარეშე მტერმა. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ზნეობრივი გადაგვარების პროცესის შეჩერება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იყო შესაძლებელი. გარეგნულად გამუსლიმებული, მაგრამ გულით ქრისტიანი ქართველი მეფეები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რის შედეგადაც ამ პროცესის გამოსწორება ჯერ ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (1658-1675 წ.წ.) სცადა ეროვნულ-კულტურული
მოღვაწეობით, რაც შემდეგ გიორგი XI-მ (1675-1688 წ.წ., 1703-1709 წ.წ.) და ვახტანგ VI-მ (1703-1714 წ.წ., 1716-1724 წ.წ.) განაგრძეს. მთავარი მიზანი უცვლელი იყო: ერის პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მთლიანობის აღდგენა, რისთვისაც საჭირო იყო ძალზედ ფრთხილი დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც არც სპარსეთისა და არც ოსმალეთის იმპერიებს არ გააღიზიანებდა და საქართველოს ინტერესებს დაიცავდა!
XVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც გარესამყაროში ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა, ქართველი მეფეები ცდილობდნენ სწორად გამოეყენებინათ ხელსაყრელი პირობები ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სპარსეთის შაჰის მიერ ქართველი მეფეების ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე ქრისტიანული წესით დამტკიცება, რომელიც 1745 წლის 1(14) ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში ჩატარდა!
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/159უძველესი წარწერებიანი საცეცხლური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან2024-12-24T16:09:07+00:00გონელი არახამიაinfo@macne.org.geიოსებ ბიჭიკაშვილიadarnase3@gmail.comრაულ ჩაგუნავაmacne@science.org.ge
ამ სტატიის მიზანია მკითხველთა ფართო საზოგადოებას წარედგინოს ერთ-ერთი უძველესი წარწერებიანი საცეცხლური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან. კერძოდ, სტატიაში მოყვანილია ქართლის კათალიკოსის ევსუქის (887-908) წარწერა საცეცხლურზე და ცნობები მის შესახებ.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წარწერებიანი საცეცხლური დამზადებულია IX-X საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის კათალიკოსის ევსუქის დაკვეთით და შეწირულია მის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისათვის.
სტატიაში, ასევე აღწერილია საცეცხლურზე აღბეჭდილი ბიბლიური სიუჟეტები.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/166საბჭოთა საქართველოს კულტურის პოლიტიკის მოდელი2024-12-24T20:31:57+00:00ვაჟა შატბერაშვილიvshatberashvili@yahoo.com
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და 1922 წლიდან ახალშექმნილი სახელმწიფოს-საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის-ახალი საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის შემადგენლად საქართველოს ქცევის შემდეგ რადიკალურად შეცვლილმა პოლიტიკურ-იდეოლოგიურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა მდგენელებმა დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კულტურასა და კულტურის სფეროს მართვის სისტემაზე-კულტურის პოლიტიკაზე. საბჭოთა პოლიტიკური სისტემის უმთავრეს მახასიათებლად გამოიკვეთა მისი იდეოლოგიზება, რამაც ლოგიკურად გამოიწვია კულტურის სფეროს მართვის შესაბამისი ამოცანებისა და ინსტრუმენტების შემუშავების აუცილებლობაც. კვლევის ფარგლებში, კულტურის საბჭოთა პოლიტიკასთან დაკავშირებული უხვი დოკუმენტური მასალის (ოთხი საბჭოთა კონსტიტუციის, კულტურის
სფეროს მართვის გარდასაქმნელად გამოცემული საკანონმდებლო აქტების, დეკრეტების, სამეცნიერო ლიტერატურისა და სხვ.) გაანალიზების შედეგად მივიჩნიეთ, რომ ე.წ. საბჭოთა კულტურულ რევოლუციად კანონიზებული სფეროს იდეოლოგიურ-ცენტრალიზებული მართვის სისტემის ყველაზე არსებითი ამოცანები და, ერთდროულად, ინსტრუმენტალიები იყო: განათლების რეფორმა; იდეოლოგიური ბრძოლა სოცრეალისტური კულტურის დასამკვიდრებლად; კულტურის სფეროს ცენტრალიზებული
ინსტიტუციური მართვა; ცენზურა და რეპრესიული სისტემის დამკვიდრება; ანტირელიგიური პოლიტიკა. საბჭოთა კულტურული რევოლუციის, ანუ კულტურის პოლიტიკის ამ ვექტორთა მიხედვით, სტატიაში საბჭოთა საქართველოს კულტურის პოლიტიკის ჩარჩო-მოდელს ვუწოდეთ ტოტალიტარულ-იდეოლოგიზებული მოდელი. საერთაშორისო კონცეფცია-მოდელთაგან კი ის ინჟინერი სახელმწიფო მოდელია. ის ემსგავსება კულტურის პოლიტიკის სახელმწიფო ბიუროკრატიულ-საგანმანათლებლო
კონცეფცია-მოდელსაც.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/164ერზურუმი რუსეთის იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის ერთ- ერთი ფორპოსტი (XIX ს-ის 70-იანი წლები)2024-12-24T20:11:50+00:00მარიამ გურეშიძეmariagureshidze@gmail.com
XIX საუკუნეში რუსეთის იმპერია აქტიურად წარმართავდა კავკასიის დაპყრობას. ჩრდილო კავკასიელებმა დროში გაწელილ უთანასწორო ბრძოლაში, იმპერიას ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. იმამ შამილის დატყვევებით (1859) ჩრდილო კავკასიაში მურიდიზმი და ჩეჩენთა კონსოლიდაცია დასრულდა. ჩრდილო კავკასიის სრულად დამორჩილებას, შემდგომში, ჩეჩნების
ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება და მათი ერზურუმში, ერზინჯანში და დიარბაქირში ჩასახლება მოჰყვა (1864).
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შესწავლით, ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩეჩენთა გადასახლებას და განსაკუთრებით, ზემოთ აღნიშნულ ერზურუმის ლოკაციაზე მათ ჩასახლებას რუსეთის იმპერიის მხრიდან რა გათვლები ედო საფუძვლად და როგორ აისახა 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/162კომენტარები ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტზე2024-12-24T17:55:23+00:00ვახტანგ გურულიv.guruli@sangu.edu.ge
1907 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით დღის 12 საათზე, თბილისიდან საგურამოში ეტლით მიმავალ ილია ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, სოფელ წიწამურთან გზაზე ( წიწამური-საგურამოს მონაკვეთზე), ტყეში, წინ გადაუდგა ოთხი შეიარაღებული მამაკაცი: ივანე (ვანო) ინაშვილი, გიგოლა (გიგლა) ბერბიჭაშვილი, გიგოლა (გიგო) მოძღვრიშვილი, და პავლე ფშავლიშვილი (აფციაური). ორი ტერორისტი, გიორგი (ლომა) ხიზანაშვილი და ლადო ფეიქრიშვილი (ჩირიკაშვილი) გზიდან
მარჯვნივ, ტყეში, მაღლობზე იდგნენ და ილია ჭავჭავაძის ეტლის მოძრაობას უთვალთვალებდნენ. კიდევ ერთი ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მეეტლე თევდორე (თედო) ლაბაური ეტლის კოფოზე იჯდა. მისი მოვალეობა ეტლის გაჩერება იყო. ილია ჭავჭავაძესთან ერთად მოკლეს მისი მცველი იაკობ ბითარიშვილი (ბითარაშვილი). თავში ბლაგვი საგნის (შაშხანის კონდახის) რამდენჯერმე ჩარტყმით მძიმედ დაჭრეს ოლღა გურამიშვილი.
ილია ჭავჭავაძის ცხედარი მკვლელობის ადგილიდან საგურამოში გადაასვენეს. 1907 წლის 31 აგვისტოს ილიას გვამი საგურამოში მისავე სახლში დაათვალიერა, გაკვეთა და შესაბამისი აქტი შეადგინა დუშეთის მაზრის ექიმმა აბელ იაშვილმა. გაკვეთას ესწრებოდნენ: დუშეთის მაზრის გამომძიებელი ვ. ე. დილევსკი, მოწმეები, გლეხები სოფელ გურამიანთკარიდან სვიმონ ჩიხაშვილი და ვასილ ნარიმანიძე, ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტის რუსულ დედანსა და მის ქართულ თარგმანს აქვე ვთავაზობთ მკითხველს.
ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერებისა და გაკვეთის აქტი გამოძიებისათვის უაღრესად საყურადღებო დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მომხდარა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელ ნ. ფ. ილიაშენკოს ყურადღება უნდა მიექცია იმისათვის, რომ ექიმ აბელ იაშვილის გვამის დათვალიერების შედეგები და ექიმის მიერ გაკეთებული დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. გამომძიებელი უნდა მიმხვდარიყო, რომ იმ ოთხი ტერორისტიდან, რომლებიც ტყიდან
გზაზე გამოვიდნენ და ეტლი გააჩერეს, ილია არცერთს არ მოუკლავს. ისინი კოფოდან გადამხტარ იაკობ ბითარიშვილს დაედევნენ და მოკლეს კიდეც. ეტლი გაჩერდა თუ არა, ილია ფეხზე წამოდგა. ამ მომენტში ეტლის უკან, გზის მარცხენა ნაპირზე, ტყეში, ჩასაფრებაში მყოფმა ქილერმა ერთადერთი ტყვია გაისროლა, რომელიც ილიას სხეულში შევიდა მარცხენა ნეკნების მხრიდან, გაიარა გული და გამოვიდა მკერდში, მარცხენა და მარჯვენა ძუძუს დვრილებს შორის. ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ კომენტარებს ხსენებულ აქტზე.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/169საზოგადოებრივი აზრის პოლარიზების ეტაპები ეპოქათა გასაყარზე (1988- 1992)2024-12-25T13:44:05+00:00მაია პაჭკორიაPachkoria.tatia73@gmail.com
„ყველა დროს თავის ტკივილი აქვს და ჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა განმკითხველი, ჯერ იმის დროების ქერქში უნა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა“ (ილია ჭავჭავაძე). ეს პრეამბულა იმისთვის დამჭირდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს, რომ ერის უბედურების თავი და თავი წინამორბედთა ლანძღვა-გინება და მათი ღვაწლის გაბითურებაა, რაც ძალიან „ნაცნობი და ახლობელი“ ტენდენციაა ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში. ეს რომ მართლაც ასეა აქტიურ ჟურნალისტიკაში
ყოფნისას, უახლესი ისტორიის ქრონიკებზე მუშაობის დროს დავრწმუნდი.
სტატიის დასაწყისში მითითებულ ლინკზე ყველა ინტერვიუ, საარქივო მასალა, თუ პროცესებში მონაწილე ადამინთა მონათხრბია თავმოყრილლი. ნაშრომში კი დროის კოდებით შემოგთავაზებთ გამოყენებულ ფრაგმენტებს.
საინტერესოა, როგორ და რატომ გაჩნდა 90-იანი წლების ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ტერმინები: მოღალატე, აგენტი, ერის მტერი და რა შედეგამდე მიიყვანა იარლიყებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები. ამ შეკითხვებზე პასუხები არა მხოლოდ სამეცნიერო პუბლკაციებში, არამედ ვდეოარქივებშიც უნდა ვეძებოთ. გასაოცარ ფაქტებს ინახავს ჩვენი ელექტრონული ისტორია, რომელმაც ეპოქათა გასაყარზე მიმიდინარე პროცესების უტყუარი ფაქტობრივი მასალა
შემოგვინახა. მე, რგორც ჟურნალისტს, 2010 -12 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში „ უახლესი ისტორიის ქრონიკებზე“ მუშაობისას, საშუალება მომეცა გავცნობოდი უნიკალურ საარქოვო მასალას, რომელიც მე -20 საუკუნის 80 - 90 -იანი წლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. ამ ბატალიებში მონაწილე ადამინათა
ინტერვიუებზე მუშაობამ და ისეთ ისტორიკოსთა ნაშრომების განცნობამ, როგორებიც გახლავთ: მარიამ ლორთქიფანიძე, ვახტანგ გურული, დიმიტრი შველიძე, გურამ ყორანაშვილი, იგორ კვესელავა და სხვანი, გადამაწყვეტინა უკვე, როგორც ისტორიკოსს და მკვლევარს გამეგრძელებინა მუშაობა და ამომეხსნა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზების და დაუსრულებელი რევოლუციური ეიფორიის საიდუმლო. სტატიის მიზანი არ არის ვინმეს დადანაშაულება ან გმირად შერაცხვა, ნაშრომი მიზანად
ისახავს ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ამ ქვეყანაში შავ - თერი აზროვნება, „გმირებისა და მოღალატეების“ ჭიდილი.
30 წლის მანძილზე ერთ წრეზე სიარულის პირობებში, ხშირად შევხედოთ საკუთარ ქმედებებს გვერდიდან და დისტაციიდან მაინც გავაანალიზოთ შეცდომები. ისტორიის ცოდნის არსიც ხომ ეს არის. ფაქტების ცოდნას მოაქვს ანალიზის უნარი, რომლიც გამორიცხავს რადიკალიზმს და ემოციურ ეგზალტაციას, რაც ასე ფეხმოკიდებულია ჩვენს სინამდვილეშიც.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/160ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტები ქართლის ჯანიშინის - ლევანის შესახებ2024-12-24T16:30:05+00:00გიორგი სოსიაშვილიgiorgisosiashvili@gmail.comთათია მთვარელიძეtatia.mtvarelidze@tsu.ge
ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში, ლათინურ, იტალიურ და ბერძნულ ენაზე დაწერილი დოკუმენტების გარდა, შემორჩენილია ქართულენოვანი წერილებიც. მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი, დანაწევრებული ქვეყნის მეფე-მთავრები,
სასულიერო პირები თუ წარჩინებული საგვარეულოების წარმომომადგენლები ერთადერთ ხსნას დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერებაში ხედავდნენ. დასავლური სამყაროს პოლიტიკურ ძალთა მაკოორდინირებლად კი მათ რომის პაპი ესახებოდათ. კათოლიციზმის გავრცელების სტრატეგიის შემუშავება ვატიკანის მითითებით, პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციას ევალებოდა. ისლამური სახელმწიფოებისაგან შევიწროებულმა ქართველმა მონარქებმა და დიდგვაროვნებმა ვატიკანის
ინტერესის სათავისო მიზნებისთვის გამოყენება სცადეს და კათოლიკე მისიონერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნეს. ვატიკანის არქივებში დაცული წყაროების გარკვეული ნაწილი უკვე ცნობილია ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის. პროპაგანდა ფიდეს თუ სხვა არქივებში არაერთ მკვლევარს უმუშავია. აქედან აღსანიშნავია მ. თამარაშვილის განსაკუთრებული ღვაწლი, რომელმაც კოლოსალური შრომა გასწია - უამრავი დოკუმენტი (როგორც ქართული, ისე არაქართული) წარხოცას თუ დავიწყებას გადაარჩინა და შთამომავლობას თავისი უნიკალური წიგნის - „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ სახით, მართლაც ფასდაუდებელი განძი დაუტოვა. მ. თამარაშვილის მიერ დაწყებული საქმე არაერთმა მეცნიერმა გააგრძელა, მათ შორის უნდა გამოვყოთ: დ. გამეზარდაშვილის, ი. ტაბაღუას, ჯ. ვათეიშვილის, მ. პაპაშვილის, ე. მამისთვალიშვილის და სხვათა მიერ ჩვენს სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ისტორიული დოკუმენტები, კათოლიკე მისიონერების რელაციონეები, ჩანაწერები, თუ ნარატიული თხზულებები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი დოკუმენტი ჯერ კიდევ უცნობია და დღის სინათლეს ელოდება. დაზუსტებას, ან ხელახლა გამოქვეყნებას საჭიროებს ბევრი ისეთი წყაროც, რომელიც თავის დროზე მ. თამარაშვილმა ხელით გადაწერა, ან მათი შინაარსი გააცნო მკითხველს. ზოგიერთ წერილში შესაძლოა გაპარული იყოს მექანიკური უზუსტობა, ან გადაწერისას, დროის დაზოგვიდან გამომდინარე გამოტოვებულია გარკვეული ნაწილი, რომლის გაცნობაც კიდევ უფრო მეტ სინათლეს მოჰფენს დღემდე დაუზუსტებელ
ბევრ ისტორიულ ფაქტსა თუ მოვლენას.
ზემოთ მითითებული პროექტის ფარგლებში ვიწყებთ ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში დაცული, უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი დოკუმენტების გამოქვეყნებას, რაც, ვფიქრობთ, გვიანშუასაკუნეების საქართველოს ისტორიის მკვლევრებისთვის უდავოდ საინტერესო იქნება.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/167ნავთობის კონცესიები საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებში2024-12-24T20:41:29+00:00არჩილ კოხრეიძეMarkizarchil@gmail.comნათია მირიანაშვილიnatia.mirianashvli@gmail.com
დღეისათვის, როდესაც საქართველო ცდილობს დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში, გააძლიეროს ეკონომიკა, დაამყაროს მთელ რიგ ქვეყნებთან მჭიდრო საქმიანი კავშირები, მოიზიდოს ინვესტორები და ტურისტები, აქტუალურად მიგვაჩნია ისეთი საარქივო მასალის გამოვლენა-გამოქვეყნება, რომელიც ასახავს საქართველოს გამოცდილებას უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში მეოცე საუკუნის 20-ანი წლების მაგალითზე. კერძოდ სტატიაში შევეხებით ნავთობის მოპოვების საკითხს, უცხოელი კომპანიების მიერ. მუდმივი აფორიზმი ,,ისტორია იწერება სისხლით”, აღარ არის მუდმივი და შეიცვალა აფორიზმით ,,არა სისიხლით, არამედ ნავთობით” ... ასეთი ცვლილება გამოიწვია პირველმა მსოფლიო ომმა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი კლემენსო წერდა ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვილსონს 1918 წელს ნავთობის სწრაფად გამოგზავნის შესახებ და თავისი გზავნილი დაამთავრა შემდეგი სიტყვებით: ,,ნავთობი ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც
სისხლი ხვალინდელი დღისთვის საბრძოლველად“. ეს იყო დიდი ხნის წინათ, მთელი ამ დროის განმოვლობაში ნავთობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სისხლი, რომელიც ასეთი აუცილებელი იყო ბრძოლისათვის და ისტორიისათვის, მთლიანად შეიცვალა ნავთობით. ვის ხელშიც არის ნავთობი მის ხელშია ძალაუფლებაც. ეს არის თანამედროვე
ოქრო (ფონდი. 303: 31).
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/158ტოპონიმის „Ciha“ წარმომავლობის საკითხისათვის2024-12-24T15:44:14+00:00ნინო ჯაველიძეjavelidzenino0@gmail.com
თურქეთის რესპუბლიკის რიზეს მხარეში, დასახლება ფაზარის რაიონში, სადაც ცხოვრობენ ქართველტომელ ლაზთა შთამომავლები, მდებარეობს „Ciha“-ს („ჯიჰა“) დასახელების ციხე-სიმაგრე. შუა საუკუნეების ოსმალური წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთი ანატოლიის ტერიტორიაზე დასტურდება ასეთივე სახელწოდების ციხე-სიმაგრე („ჯიქა“), რომელიც სახელდება ნიჯახის, ახჩა-ყალას, ნიკერტის და ქუჩუკ-ყალას სიმაგრეთა შორის - „გურჯისტანის“ საზღვართან ახლოს. თურქი მკვლევრის, ი.მ. მიმიროღლუს აზრით, „Ciha“- ს ეტიმოლოგია ბოლომდე გაურკვეველია და ეს ტოპონიმი შეიძლება აიხსნას „არაბულის, ლაზურის ან სპარსულის“ საფუძველზე. ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია, ჩვენი აზრით, უკავშირდება ქართულ ენას და იგი ნიშნავს „ციხე“-ს. „ჯიხა“-ს ფუძიანი ტოპონიმები დღესაც აღინუსხება იმიერ საქართველოში (ჯიხანჯირი, ჯიხა, ჯიხაიში...). გარდა ამისა, მსგავსი დასახელების პუნქტები შუა საუკუნეებში არსებობდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს გაყოლებაზე (გელენჯიკი, ალბა-ზეხა, მაურა-ზეხა), საქართველოს სამეფოს ისტორიულ საზღვრებში რომ იყო მოქცეული. ამრიგად, „ჯიხა“- ს ფუძიანი დასახელებები დასტურდება შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი აკვატორიის ტერიტორიაზე, სადაც ავტოხთონ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველტომელები (კოლხ-ლაზები, კოლები, ტიბარენები, მესხები, აბაზგები, მაკრონ-მახორონები, კორახები, მოსინიკები, ჭანები, ხალდები...).
„Ciha“-ს სიტყვის ქართული წარმომავლობა წარმოჩნდება ამ ციხე-სიმაგრეში ნაპოვნი არქეოლოგიური ნიმუშებითაც, სახელდობრ, ერთ-ერთ ქვის ფილაზე ამოტვიფრული ტოლმკლავა ჯვრისა და ფრინველების (ფარშავანგი) ორნამენტებით. მსგავსი ორნამენტებიანი ბარელიეფები მრავლად მოიპოვება ანატოლიის ეკლესია-მონასტრებზე, რომლებიც თურქულ სამეცნიერო
ლიტერატურაში სახელდებიან ბიზანტიურ ტაძრებად და თარიღდებიან „ადრე ბიზანტიური ხანით“. ეს რელიეფები ერთნაირად იყო დამახასიათებელი აღმოსავლეთის საქრისტეანო ქვეყნებისა და დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ტოლმკლავა ჯვრისა და ფარშავანგის გამოსახულებები ასევე იყო გავრცელებული ქართულ ეკლესია-ტაძრებზე უკვე V-VI სს-დან. იმის გათვალისწინებით, რომ ტოპონიმი „Ciha“ მდებარეობს თურქეთის „ლაზისტანში“, და ციხე-სიმაგრის ეკლესია შემკული იყო ქართული სასულიერო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით („ბოლნური ჯვარი“, ფარშავანგი...), ვფიქრობთ, ეს ფაქტი უნდა მეტყველებდეს ჩვენი მოსაზრების მართებულობას.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/165ქსნის ხეობის სოფელ ახლოურთკარის ისტორიიდან2024-12-24T20:23:06+00:00დავით ახლოურიdatoakhlouri@gmail.com
ნაშრომში საუბარია ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოურთკარის შესახებ.
სოფლის სიძველეებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია წმინდა გიორგის, სამების, ლომთმშვენის, ელია თეზბიტელის, ფურების სალოცავებზე, ასევე მეზობელ სოფელ ყველდაბაში აგებულ წმინდა გიორგისა და კვირაცხოველზე, იმ რელიგიურ რიტუალებზე, რომელიც ქსნის ხეობის მთიელთა ყოფა-ცხოვრებისათვის იყო დამახასიათებელი. საუბარია ხატიმიწებად
სახელდებულ მამულებზე, მათი დამუშავებისა და მოსავლის განაწილების წესზე.
ნაშრომში ასევე ყურადღება ეთმობა ახლოურების თავდაპირველ სამკვიდროს; ისინი ქსნის ხეობაში უკანა ფშავის სოფელ ხოშარადან გადმოვიდნენ, ფუძე გვარი გაბიდაური იყო. ახლოურების ბიძაშვილებად მიიჩნევიან არაგვის ხეობიდან ქსანზე მიგრირებული თინიკაშვილები, ბალაშვილები და ხოკრიშვილები. გაბიდაურთა შთამომავლები დღემდე მტკიცედ იცავენ ფშავში ოდითგანვე დამკვიდრებულ ეგზოგამიის ცნობილ ტრადიციას.
ახლოურების შესახებ პირველ ცნობებს XVIII საუკუნის II ნახევრის ქსნის ხეობის სტატისტიკურ აღწერილობებში ვხვდებით.
ნაშრომში პირველად ქვეყნდება XIX საუკუნის რუსული კამერალური აღწერების მონაცემები, რაც საკვლევ თემას უფრო მნიშვნელოვანსა და აქტუალურს ხდის. წყაროების ანალიზი 1804 წლის პირველი კამერალური აღწერეით იწყება, რასაც მოსდევს 1814, 1821, 1830-1832, 1843, 1860, 1873 და 1886 წლების აღწერები. XX საუკუნის მოსახლეობაზე საუბარია 1923 წლის,
ასევე მომდევნო წლების საკავშირო აღწერებისა და 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის მიხედვით.
XVIII-XX საუკუნეების აღწერათა მონაცემები საშუალებას გვაძლევს დემოგრაფიულ ვითარებასთან ერთად გავეცნოთ სოფელში არსებულ ეკონომიკურ ყოფას, სოციალურ ურთიერთობებს, გლეხთა კატეგორიებსა და გადასახადებს. სოფელში არსებული მიწები ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, ნაშრომში გაანალიზებულია ახლოურების მთისწინეთსა და ქართლის ბარში გადასახლების მიზეზები და შედეგები. განმარტებულია სოფლის მიკროტოპონიმები: მთების, ქედების, წყაროების, სახნავ-სათიბი ადგილების, ახოების, ხევების...
სოფლის წარსულის უკეთ წარმოსაჩენად, ისტორიულ წყაროებთან ერთად ყურადღება ეთმობა ქსნის ხეობის მოსახლეობაში შემორჩენილ ფოლკლორულ მასალას.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/179ახალი წიგნები2024-12-25T15:38:36+00:00გონელი არახამიაinfo@macne.org.ge
ახალი წიგნები
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/170ეთნობოტანიკური მონაცემები ღომის კულტურის შესახებ საქართველოში2024-12-25T14:15:22+00:00თინათინ სადუნიშვილიt.sadunishvili@agruni.edu.geინესა მაისაიაimaisaia77@gmail.comირინე დანელიაdaneliairina@gmail.comლევან უჯმაჯურიძეl_ujmajuridze@yahoo.comშალვა სიხარულიძეshalva.sikharulidze@iliauni.edu.ge
საქართველოსკულტურული ფლორა ერის მატერიალური კულტურის საგანძურია. ის ქვეყნის მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატურიპირობებით განპირობებული ბუნებრივი გადარჩევისდა ხალხური სელექციის შედეგია. საქართველოში უძველესი დროიდანვე განვითარებული მიწათმოქმედების არსებობაზე, ბოტანიკურ-არქეოლოგიურ-ისტორიულ მონაცემებთან ერთად,
ეთნობოტანიკური მონაცემებიც მიუთითებს. სამწუხაროდ, ეთნობოტანიკური ცოდნა - ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა იკარგება აგრარულ კულტურათა მრავალფეროვნებასთან ერთად. ამის ერთ-ერთი მაგალითი ფეტვნაირი პურეული კულტურა ღომია. საქართველოში სიმინდის კულტურის შემოსვლამდე (XVII ს.) სწორედ ფეტვნაირებს ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში; ძირითადი სასურსათო მარცვლოვანი კულტურა იყო ღომი Setaria italica (L.) P.Beauv (Panicum italicum L.), მოსახლეობის პურეული საკვები კი „ღომის-ღომი“. ნაშრომში განხილულია საქართველოს ღომის მორფოლოგიური, გენეტიკური და ბიოქიმიური მახასიათებლები; ამ კულტურის გავრცელების, მოყვანის, სასურსათო, სამკურნალო, საკულტო და სარიტუალოტრადიციებთან დაკავშირებული ეთნობოტანიკური მონაცემები. წარმოდგენილია ასევე ღომის კულტურის თესვა-მოყვანა-მოხმარებასთან დაკავშირებული იარაღები.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/177მეტად სასარგებლო, საჭირო წიგნი2024-12-25T15:26:05+00:00მაგდანა გურგულიანიmacne@science.org.ge
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრიფით გამოვიდა ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, პროფესორ ნოდარ გრძელიშვილის მონოგრაფია ,,ტურიზმოლოგია, მეცნიერება ტურიზმის შესახებ“. წიგნი მრავალმხრივ საინტერესოა. თავისთავად ტურიზმი დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს საქმიან რუკაზე რელიეფურად მოსჩანს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის როლი. ამდენად, ტურიზმის, როგორც დარგის კვლევას უთუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. სარეცენზიო წიგნში განხილულია ტურიზმის კვლევის სხვადასხვა ასპექტები. ტურიზმის ისტორია, მისი განვითარების ტენდენციები.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/175კარგი და აუცილებელი წიგნი2024-12-25T15:08:14+00:00პაატა გერგაიაmacne@science.org.ge
მიმოხილვაში განხილულია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ავთანდილ წოწკოლაურის ორტომეული მონოგრაფია „საქართველოს მეფეები“ (რედაქტორი აკადემიკოსი რ. მეტრეველი).
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/176შესანიშნავი საჩუქარი ბათუმს და სრულიად საქართველოს2024-12-25T15:19:12+00:00ირაკლი ბარამიძეmacne@science.org.ge
2023 წელს ქართული სამეცნიერო ლიტერატურის თაროს შეემატა ისტორიის დოქტორ ლელა სარალიძის შესანიშნავი მონოგრაფია — „ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)“ (გამომცემლობა „ფავორიტი“, თბილისი). კვლევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული გამოცემით განსაკუთრებით გავიხარეთ ბათუმელებმა, ჯერ ერთი, კვლევის მიზანდასახულობიდან და, შესაბამისად, წიგნის სათაურიდან გამომდინარე და მეორეც, იმის გამო, რომ მისი ავტორი გახლავთ ბათუმისა და ქალაქელების კარგა ხნის მეგობარი და აქ გამართული სამეცნიერო ფორუმების ძალიან ხშირი და აქტიური მონაწილე.
მონოგრაფია შეეხება ბათუმის ცხოვრების უკიდურესად მძიმე წლებს, როცა ქალაქი, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადიოდა და ბეწვზე ეკიდა საქართველოს შემადგენლობაში მისი ყოფნის საკითხი. მართალია, საკითხის ისტორიოგრაფია არცთუ ისე ღარიბია, მაგრამ ქალბატონმა ლელამ პრობლემა განიხილა და წარმოაჩინა კომპლექსურად, მთლიანობაში. მის
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას არ გამორჩენია პრობლემის ირგვლივ დღემდე არსებული არც ერთი სერიოზული პუბლიკაცია, უმნიშვნელო სტატიებიც კი და ცალკეულ ავტორთა ღვაწლი საგანგებოდაც აღნიშნა წიგნის შესავალში, რაც ნათლად მეტყველებს მის მაღალ მეცნიერულ კეთილსინდისიერებაზე.
მონოგრაფია შედგება შესავლის, 7 თავის, 19 ქვეთავისა და დასკვნისგან. შესავალი, სადაც თემის აქტუალობასთან ერთად წარმოდგენილია ქალაქის მცირე ისტორიული ექსკურსი, მიზნად ისახავს პრობლემის არსის წარმოჩენას, მკითხველის გათვითცნობიერებას და საკითხში მის შეყვანას.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/173სიტყვა გიორგი ჩიტაიაზე2024-12-25T14:53:45+00:00თამილა ცაგარეიშვილიmacne@science.org.ge
სტატია ეძღვნება საქართველოში ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დარგის ფუძემდებელს, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას. მასში წარმოდგენილია მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის ღირებულება და მისი დამსახურება საქართველოს ეთნოგრაფიული სამეცნიერო სკოლის შექმნის საქმეში.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/178IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი2024-12-25T15:31:44+00:00გონელი არახამიაinfo@macne.org.ge
მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს თბილისში ჩატარდა მეოთხე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნეhttp://macne.org.ge/index.php/macne/article/view/174საარქივო მასალა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის შესახებ2024-12-25T15:01:18+00:00მანანა მახატელიmatiane@science.org.ge
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში დაცულია მეტად საინტერესო მასალა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის შესახებ, რომელიც გაიხსნა 1937 წლის 03 იანვარს და ფუნქციონირებდა 1941 წლის 01 აპრილამდე. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის “შექმნის 750 წლისთავთან
დაკავშირებით მუზეუმის ჩამოყალიბების შესახებ მიღებულ იქნა 1936 წელს. მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი ივანე ჯავახიშვილი. მუზეუმის მიზანს წარმოადგენდა XI-XIII სს. საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის წარმოჩენა. მკითხველს ვთავაზობთ საარქივო მასალას, კერძოდ რამდენიმე ხელშეკრულებას (სულ გაფორმდა 70 ხელშეკრულება), რომელიც ასახავს
მოსამზადებელ სამუშაოებს მუზეუმის გამოფენის (ექსპოზიციის) გასამართავად, აგრეთვე მუზეუმში თავმოყრილი უაღრესად მნიშვნელოვანი ფონდის შემდგომი ბედის შესახებ.
2024-12-25T00:00:00+00:00საავტორო უფლებები (გ) 2024 მაცნე