მაცნე http://macne.org.ge/index.php/macne
სარედაქციო გუნდი

მთავარი რედაქტორი

როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: roin@metreveli.com;

პასუხისმგებელი რედაქტორი

გონელი არახამია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: goneli.araxamia@gmail.com,

ლიტერატურული რედაქტორი

ვალერიან ასათიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: valeriasatiani@yahoo.com ;

სარედაქციო კოლეგია

1.ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zazaabash@gmail.com;

2.ზურაბ აბაშიძე - ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zurab_Abashidze@hotmail.com;

3.ზაზა ალექსიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zaza_alexidze@hotmail.com;

4.დევიდ ბრაუნდი, ექსეტერის უნივერსიტეტი, ექსეტერი, დიდი ბრიტანეთი. ელ-ფოსტა: d.c.braund@exeter.ac.uk

5.ნანა გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: nana.gelashvili@tsu.ge;

6.ომარ გოგიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ტელ. (+995) 32-299-87-03; მობ. (+995) 599 50 42 99

7.მარიამ დიდებულიძე - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: marididebuli@yahoo.com;

8.სერგო ვარდოსანიძე - გორის უნივერსიტეტი, გორი, საქართველო. ელ-ფოსტა: sergovar@gmail.com;

9.ბუბა კუდავა - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, ელ-ფოსტა: bubatao@gmail.com;

10.დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: dlortkipanidze@museum.ge;

11.ჰიროტაკე მაედა - ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია. ელ-ფოსტა: h-maeda@slav.hokudai.ac.ip

12.ლია მელიქიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: lmelikishvili@hotmail.com;

13.დავით მუსხელიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: davidmusxeli@gmail.com;

14.ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. მობ. (+995) 593 46-29-98

15.გოჩა საითიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: saitidze@yahoo.com;

16.ჯაბა სამუშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: jabasamushia@yahoo.com;

17.ბერნარ უტიე - საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი. ელ-ფოსტა: bernard.outtier@wanadoo.fr

18.კიაზო ფიცხელაური - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: kotepi2002@yahoo.com;

19.კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: president@cu.edu.ge;

ka-GE მაცნე 0132-6058 სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/205
დასაბამი იყო სიტყვა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იოანეს სახარება: 1.1).
სიტყვა, როგორც მოდელი, აზროვნებიდან მომდინარე სამშენებლო მასალა და ადამიანთა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ექსპრესიულ (მძაფრად გამომხატველ) კონსტრუქციებს წარმოგვიდგენს. სიტყვა საჭიროა ემოციების, აზრების, გარემოებების, მოგონებების, იდეების და სხვათა გამოსახატავად. სიტყვა, ასევე, ინსტრუმენტია, რომლითაც ვაშენებთ სამყაროს საკუთარ თავში და ჩვენს ირგვლივ. იგი ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს ან, პირიქით, აშორებს. მას შეუძლია ბედნიერების ან უბედურების მოტანა.
იგი შემქმნელია როგორც სიყვარულის, ასევე სიძულვილისთვის. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: „სიტყვას დიდი ძალა აქვს“. სიტყვას შეუძლია როგორც თვითგანკურნება, ასევე თვითმოკვდინებაც. ის კი არა, როგორც ამბობენ, მას სამყაროს შეცვლაც კი შეუძლია.
შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა თავისთავად, ცალკე აღებული, თუ მას არ გააჩნია სიღრმისეული დატვირთვა, და თუ ის არ წარმოგვიდგება, როგორც „მოდელი“, არის მხოლოდ ასოთა კომბინაცია. „მოდელი“ კი რომელსაც სიტყვით გამოვხატავთ, თავისთავში ატარებს გარკვეულ ენერგიას, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო ერთ ადამიანზე, არამედ ადამიანთა ჯგუფზე,
მიკრო და მაკრო საზოგადოებაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელს სამყაროზეც. მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც სიკეთე, ისე ბოროტება და ამ მიმართულებით ცვლილებები.
სიტყვა-მოდელი არის სამყაროს და საკუთარი თავის აღქმის შესაძლებლობა. მისით გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სამყაროს, რაც სხვებისთვის თვალსაჩინო და გასაგები უნდა იყოს. სიტყვა-მოდელი გვეხმარება ღირებულებების შემეცნებაში, რადგანაც იგი განსაკუთრებული ენერგიითაა დამუხტული.
ლიანა მელიქიშვილი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 154 167 მირ თემურ მარაშის ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/196
საყოველთაოდ ცნობილია შუა საუკუნეების სპარსულ წერილობით წყაროთა მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხების სიღრმისეულად შესწავლის საქმეში. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ქართველ აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერ-მკვლევართა მიერ მათი მოძიება, მათგან საქართველოსა და ქართველების შესახები ცნობების ამოკრეფა, თარგმნა და შეჯერება სხვადასხვა ენაზე არსებულ წერილობით ძეგლებთან. ამ კუთხით განსაკუთრებულ
ინტერესს იმსახურებს ირანში სეფიანთა დინასტიის ბატონობის ხანა (1501-1722), როდესაც სპარსული საისტორიო მწერლობა თავის აყვავების ზენიტში იმყოფებოდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი ხსენებული პერიოდის ისეთი სახელოვანი მემატიანეები, როგორებიცაა: ჰასან რუმლუ, შერეფ-ხან ბითლისი, ბუდა’ ყაზვინი, ისქანდერ მუნში, ყაზი
აჰმედ ყუმი და სხვები. მათ ნაშრომებში უხვი და საყურადრებო მასალა მოიპოვება საქართველოს, ქართველი მეფე-მთავრების, ირანში ნებსით თუ უნებლიეთ მოხვედრილი და აღზევებული ქართველების შესახებ, ასევე მათი როლისა და სტატუსის შესახებ სეფიანთა სამეფო კარზე. ვაგრძელებთ რა სეფიანთა ხანის სპარსული წყაროების მოძიება-შესწავლას საქართველო ირანის ურთიერთობების კუთხით, ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს XVII საუკუნის ირანელი ისტორიკოსის მირ თემურ მარაშის საისტორიო თხზულებაში დაცული ცნობები შაჰ აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ სეფიანთა სამეფო კარზე განვითარებული დრამატულ მოვლენები და მათი შედეგები.
ნანა გელაშვილი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 23 33 ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და ანტონ I დიდი კათალიკოსის კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმები http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/201
XVIII საუკუნე მრავალმხრივ საინტერესო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეულად ტრაგიკული პერიოდია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ისტორიაში. ამ პერიოდის საერო და სასულიერო ღირსეულად მოაზროვნე მოღვაწეთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა
სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, ოპოზიციურად განწყობილი ძალების ალაგმვა, ქვეყნის სოციალურ-კულტურული განვითარება და ეროვნული გადაგვარების პროცესის შეჩერება, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაძლიერება და განმტკიცება. ამ მიზნით, მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში, სამეფო ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთიერთკავშირის შედეგად გატარდა უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის იდეური გაერთიანებისა და რწმენის განმტკიცების საქმეში.
ანა დოლიძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 98 108 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ათეისტური პროპაგანდის მეთოდები საბჭოთა საქართველოში (მე-20 ს-ის 20-30-იანი წლები) http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/199
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ქვეყანაში პრაქტიკულად საბ ჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. საქართველოს ფორმა ლურად დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი შეუნარჩუნდა, თუმ ცა რეალურად ის რუსეთის სატელიტ ქვეყნად იქცა, სადაც ყველა პრობლემა მოსკოვთან შეთანხმებით წყდებოდა. 1922 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სსრ ფორმალურად გაერთიანდა მოკავშირე სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში, თუმცა რეალურად აღმოჩნდა მკაცრად ცენტრალიზებული, ტოტალიტარული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც იმართებოდა მოსკოვიდან კომუნისტური პარტიის ლიდერების დირექტივების შესაბამისად.
ხათუნა ქოქრაშვილი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 58 82 გელათის მონასტრის საგანძურის ისტორიიდან 1918-1923 წლებში http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/197
გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში სრულიად საქართველოს საეკლესიო ნივთ-სამკაულთა ერთერთი უდიდესი და უმდიდრესი განძთსაცავი იყო. აქ ინახებოდა, როგორც ადგილზე შექმნილი და სხვადასხვა პიროვნების მიერ მონასტრისათვის შეწირული საოქრომჭედლო ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები, ასევე საქართველოს სხვადასხვა მხრიდან დასაცავად გადმოტანილი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო განძეულობა.
მტერთა თავდასხმებისა და ძარცვის მიუხედავად, აქ, XX საუკუნის 20 -იანი წლების დასაწყისამდე, კერძოდ, 1923 წლამდე - მონასტრის გაუქმებამდე, ინახებოდა მრავალი უძველესი ხელნაწერი, ძვირფას ლითონზე შესრულებული ჭედურობის უნიკალური ნიმუშები და სხვა ნივთები, რომელთაც შემდეგ საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში დაიდეს ბინა.
გელათის მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე იყო რუსული ეგზარქოსობის პერიოდი, როდესაც რამდენჯერმე მოხდა ძარცვა, დაყაჩაღება, თუ საეკლესიო ნივთ-სამკაულის მითვისება. საეგზარქოსოს მმართველობა და სასამართლო-საპოლიციო დაწესებულებები არასოდეს იყვნენ მონდომებულნი დანაშაულის გახსნით, პირიქით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საგანძურის საიმედოდ დაცვას და ხშირად მძარცველთა ხელშემწყობადაც კი გამოდიოდნენ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (12(25) მარტი 1917 წ.), ახალი ეპოქა დაიწყო გელათის მონასტრის ისტორიაში, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა მონასტრის საგანძურის მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. ქვეყანაში არსებული შიგა და გარე პოლიტიკური მდგომარეობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა, რასაც, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებაც შესაბამისად იჩენდა.
მერაბ კეზევაძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 34 49 განათლება, მეცნიერება და კულტურა ომის წლებში http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/195
XX საუკუნე ურთულესი პერიოდია მსოფლიო ისტორიაში. ამ საუკუნემ ათასგვარი სირთულეებითა და კატაკლიზმებით აავსო ცხოვრება. საქართველოს დაკარგული ქონდა სახელმწიფოებრიობა, ქართულ ეკლე სიას - ავტოკეფალია. იდევნებოდა ქართული ენა.
როინ მეტრეველი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 6 22 საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის 40-50 წლებში http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/202
XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოურ სისტემაში შემავალი ყველა რესპუბლიკის მსგავსად საქართველოც სოციალიზმის სტადიაში შევიდა. სარწმუნოების საკითხში ლენინური პრინციპის განხორციელება გულისხმობდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნას. კომუნისტურმა სისტემამ უარყო ეკლესიის სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რადგან ეკლესია ეროვნული ინტერესების მატარებელი იყო. ათეიზმმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ემყარებოდა, ჩამოყალიბებული სახე, ლენინის მმართველობის პერიოდში მიიღო. ლენინმა, შეძლო და ისტორიის შუქზე სულსხვა კუთხით ახსნა რელიგიისა და ათეიზმის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. მარქსის ცნობილი დებულება, ,,რელიგია ხალხის ოპიუმია“, ლენინის აზრით, მარქსის მსოფლმხედველობის მთავარი ქვაკუთხედია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიის გაგების საკითხში.
ნინო გურჩიანი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 109 121 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება საქართველოში (ახალი საარქივო მასალები) http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/200
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ფორმალურად ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი“ („რევკომი“) წარმოადგენდა (ითავსებდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და განმკარგულებელ ფუნქციებს), სინამდვილეში კი ქვეყნის მართვას რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი (მდივანი სერგო ორჯონიკიძე) ახორციელებდა. საქართველოში რევკომის ერთადერთ და საყრდენ ძალას საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია წარმოადგენდა. რევკომის 1921 წლის 25 თებერვლის დადგენილებით „საგანგებო-საგამომძიებლო კომისია“ შეიქმნა, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები გააჩნ და, ის საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას ახორციელებდა.
ლევან ჯიქია საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 83 97 წმინდა დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის დაბადების თარიღისათვის http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/198
ქეთევან დედოფლის ბიოგრაფიაში (ქ.ს.ე. 1986, გვ. 498) დაბადების თარიღი გამოტოვებულია, რადგან საისტორიო თუ ლიტერატურული წყაროების მიხედვით დადგენილი არ იყო.
ლევან მეფის ძემ, კახეთის მეფემ (1574-1605) ალექსანდრე II-მ (1527-1605), “ბაგრატოვანთა მეფედ შთამომავალთა თავადის აშოთან მუხრან ბატონის ასული, სოფ. მუხრანში დაბადებული 1587 წელს” ( სავანელი, 1857, 36), 14 წლის ქეთევანი შეაუღლა უფროსს შვილს (ქ.ს.ე. 1976, გვ. 498) დავით I-ს (გ. 21.X.1602) კახეთის მეფეს (1601-02), (ქ.ს.ე. 1978, გვ. 332), დავითის “ძალით
მიტაცებულმა მეფობამ დაჰყო არა დიდხანს, მეფობდა იგი ექვსი თვე”. ორი წლის შემდეგ 1589 წელს (გ.ს.) შეძენილი შვილი კახეთის მეფე (1606-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625-1632) თეიმურაზ I (1589-1663) შაჰ-აბასთან იზრდებოდა, როცა მისმა ბიძამ, მეფე ალექსანდრე II-ის გამაჰმადიანებულმა შვილმა კოსტანტინე I-მა (დაახლ. 1566-X.1605), რომელიც ასევე ბავშვობიდან იზრდებოდა ირანში, შაჰ-აბასის დავალებით და სპარსელების დახმარებით მოკლა მამა _ ალექსანდრე II, ძმა გიორგი, რამდენიმე კახელი დარბაისელი, “არხიეპისკოპოზი რუსთველი, რომელიც ექადოდა მას საუკუნო შეჩვენებითა მამის სიკვდილისა და სხვა ბოროტ მოქმედებისათვის მისისა” (სავანელი, 1857, გვ. 36) და თავი მეფედ გამოაცხადა. “ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, კახელები აჯანყდნენ და 1605 წელს თავი მოკვეთეს (ქ.ს.ე ტ. 5, 1980, გვ. 612). აჯანყების სათავეში კახელებმა ქეთევან დედოფალი ჩაიყენეს,
მაშინ დედოფალი “31(32) წლის იყო, როცა მიიღო კახეთის მფლობელობა” (სავანელი, 1857). “ესრეთმა ქცევამ ქეთევანისამან, რომლითაც მიიღო მფლობელობა კახეთისა”, შედეგი გამოიღო: “შაჰმა სასწრაფოდ გამოუგზავნა ქვრივ დედას − ქეთევანს თეიმურაზი გასამეფებლად” (დე კასტელი, 1977, გვ. 74). თეიმურაზი გამეფდა 16 წლის ასაკში (1606) (ქ.ს.ე. 1979, გვ. 64). ეკურთხა
ბოდბის ეკლესიაში.
გიორგი სარაჯიშვილი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 50 57 ნაპოლეონი სხვა რაკურსით http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/203
ნებისმიერ საუკუნეს განასახიერებენ ადამიანები. განსაკუთრებით გამოჩენილი ადამიანები. ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ ტოინბის თქმით „ეს შემოქმედებითი უმცირესობა“.
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს პოლიტიკური მოღვაწე დიდი ადამიანი. ინგლისელი ისტორიკოსი ჯეიმზ ელტონი ხაზს უსვამს ორ გარემოებას. ერთ შემთხვევაში ის მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს თავის ეპოქას, ხოლო მეორე შემთხვევაში ის ბევრით უნდა უსწრებდეს მას. რამდენად შეესატყვისებოდა ნაპოლეონი ამ კრიტერიუმს? შეიძლება ითქვას, რომ ის ამ ორივე მოთხოვნას, მეტად თუ ნაკლებად, აკმაყოფილებდა. ეს არ არის ნაპოლეონის იდეალიზაცია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ის შეიცავს ჭეშმარიტების რაციონალურ მარცვალს.
მერაბ კალანდაძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 122 140 ცირა ჯანაშიას მონოგრაფია „თავადური მენტალობის საკითხი XVII საუკუნის საქართველოში იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“ მიხედვით http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/210
2024 წელს გამომცემლობა მერიდიანმა დასტამბა ისტორიის დოქტორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის ცირა ჯანაშიას მონოგრაფია ,,თავადური მენტალობის საკითხი XVII საუკუნის საქართველოში იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“ მიხედვით. სამეცნიერო რედაქტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქ
ტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SP 23-762, ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი ცირა ჯანაშია კორდინატორი-ისტორიის დოქტორი ქეთევან მანია).
სერგო ვარდოსანიძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 239 241 მასალები შუა საუკუნეებისა და XIX საუკუნის ქრისტიანული ხელოვნების ისტორიისთვის (საქართველოს უნივერსიტეტის მუზეუმის ორი ახალი ექსპონატი) http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/208
2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტის მუზეუმის კოლექცია შეივ სო კერძო კოლექციიდან შემოსული ვერცხლის მცირე ზომის ხატითა და ვერცხლისავე სამღვდელო ჯვრით. ორივე ნივთი ორმხრივია. ხატის ზედაპირზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, ჯვარზე კი წარმოდგენილია „ჯვარცმა“. ორივეს ზურგზე გრავირებულია საქტიტორო წარწერები. ჯვარი, მასზე დატანილი დამღით თარიღდება1873 წლით, ხოლო ხატის თარიღი - XI საუკუნე - დგინდება მისი იკონოგრაფიულ-სტილური და პალეოგრაფიული მონაცემებით. ორივე ნივთი გამოირჩევა გამოსახულებათა ორიგინალური იკონოგრაფიული სქემებითა და შესაბამისი ეპოქებისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავი სე ბურებებით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, როგორც ირკვევა, ბიზანტიური მიმართულების ქართულ ნაკეთობათა ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება ჯვარს, სპეციალური დამღისა და ცალკეული დეტალების მიხედვით ის მოსკოველი ოსტატის მიერაა დამზადებული.
ნანა ბურჭულაძე გიორგი გაგოშიძე ერმინე მაღრაძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 209 226 ანჩის მაცხოვრის ხატის წარმომავლობის შესახებ http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/209
ანჩის ხატის მკვლევართა შორის პირველ რიგში თბილისის ანჩის ხატის ეკლესიის დეკანოზი, აწ წმინდანად შერაცხული პოლიევქტოს კარბელაშვილი უნდა დავასახელოთ. იგი თვლიდა, რომ ანჩის ხატი თვით პირმშო ხატი, მანდილიონი იყო. პოლიევქტოსის დეკანოზობის დროს ეს ხატი ანჩისხატის ტაძარში იყო დაბრძანებული. როგორც ტაძრის წინამძღვარს,
რომლის განკარგულებაშიც ბრძანდებოდა ანჩის ხატი, მოჭედილობის ქვეშ მას შენიშნული ჰქონდა კიდეც ხატზე დაკრული ტილოს ქსოვილის ფრაგ მენტები (კარბელაშვილი, 1902: 24-25) და ალბათ ეს გარემოებაც განამტკიცებდა მის რწმენას.
ზაალ წერეთელი საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 227 238 ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტები ქართლის ჯანიშინის - ლევანის შესახებ http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/206
The scientific project submitted by the research team from Gori State University - “Research on Georgian and Georgia-Related Scientific Sources Preserved in the Vatican Propaganda Fide Historical Archive” (project code: HE-22-2353; Head of the project, Doctor of History, Professor Giorgi Sosiashvili; Project coordinator, master of philology, Tatia Mtvarelidze; Scientists participating in the project: Doctor of History, Professor Eldar Mamistvalishvili; Doctor of History, Professor Murman Papashvili; Doctor of Philology, Natia Mirotadze; Doctor of Philology, Nino Dianosashvili; Master of Philology, Tamar Koshoridze) was funded in 2022 by the Shota Rustaveli National Science Foundation, within the framework of the Grant Competition for scientific Research on Georgian Material and Spiritual Heritage in Georgia and Abroad (HE-2022).
გიორგი სოსიაშვილი თათია მთვარელიძე საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 168 195 კათოლიკოსთა სათვალავი შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/207
საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქების (ჯერ ქართლის მთა ვარეპიკოპოსების, შემდეგ კათოლიკოსების) სათვალავი შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემატიკაში სათანადო ადგილს იკავებდა.
დღეისათვის მოღწეულ ისტორიულ თხზულებებს შორის, სადაც აღნიშნული საკითხია განხილული, უძველესია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ის ტორიული ქრონიკა. აღნიშნული ისტორიული ქრონიკა, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრების მოკლე რედაქციასაც შეიცავს, დღეისათვის ოთხი ხელნაწერითაა მოღწეული. მათგან ორი (N/Sin.geo- 48 და N/Sin.geo- 50) X ს. დასაწყისშია
გადაწერილი (ალექსიძე, 2011, გვ. 132, 167), მესამე (შატბერდული) - X ს. 70 იან წლებში (შანიძე, გიუნაშვილი, 1979, გვ. 26), მეოთხე (ჭელიშური) - XIV-XV საუკუნეებში (ყუბანეიშვილი, 1940, გვ. 91-101). აღნიშნული ქრონიკა, რომელიც მოგვითხრობს ამბებს ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში ლაშქრობიდან VII ს. 40-იან წლებამდე (ბოლოში ერთვის ქართლის დიდ
ერისთავთა და კათოლიკოსთა მშრალი სია), შეიცავს ქართლის წარმართ და ქრისტიან მეფეთა, ერისთავთა, მთავარეპისკოპოსთა და კათოლიკოსთა შესახებ ცნობებს.
გონელი არახამია საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 196 208 სოციო-კულტურული ცვლილებები ასახული საქართველოს მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში (წინასწარული მონაცემები) http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/204
ზოგადად ცნობილია რომ კარიესის ძრითადი გამომწვევია კარბოჰიდრატებით - ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მოხმარება (Houte, 1994; Larsen, 2006). შესაბამისად მიწათმოქმედების გაჩენამ, რაც დაკვშირებულია მარცველეულობის მოყვანასთან, დასაბამი მისცა ადამიანთა პირის ღრუს დაავადებებს და მათი სიხშირის ზრდას (Armelagos, 2009). მაგალითად, ტრიპოლიეს კულტურის ვერბეტას გამოქვაბულში (4300-4000 ძვ. წ), პრე-ისტორიულ უკრაინაში, მიწათმოქმედ მოსახლეობაში, რომლებიც მარცვლეულს მოიხმარდნენ კარიესის სიხშირე 9.5% დაფიქსირდა, ხოლო მონადირე-შემგროვებლებს შორის კი კარიესის შემთხვევები არ ყოფილა (Karsten et al., 2015 წ.) მიუხედავად იმისა, რომ კარიესის წარმოშობა დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, მისი შესწავლა ასევე საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო საკვები ადამიანთათვის მათი სქესისა და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით.
მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაიას პერიოდში, კალაკმულში, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 250-900 წწ, უფრო მაღალი სოციალური ფენის ქალებს ჰქონდათ კარიესის გაცილებით მეტი რაოდენობა, ვიდრე მამაკაცებს; ხოლო დაბალ სოციალურ ფენებში ორივე სქესს კარიესის ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს მონაცემები დაკავირებულია იმასთან, რომ სოციალურად დაწინაურებული მამაკაცების საკვების მოხმარება უფრო მეტად ეფუძნებოდა ცხოველურ ცილას, ხოლო ამავე ფენის ქალების საკვები მოიცავდა ნახშირწყლების მეტ მოხმარებას, რაც კარიესის ძირითადი გამომწვევია (Cucina & Tiesler, 2003).
მარინე ჭკადუა საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 141 153 ახალი წიგნები http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/211
ახალი წიგნები.
გონელი არახამია საავტორო უფლებები (გ) 2025 მაცნე 2025-07-14 2025-07-14 1 1 242 244