შეტყობინებები

შესვლა ან რეგისტრაცია წარდგენის გასაკეთებლად.

გაგზავნის მომზადების სია

როგორც წარდგენის პროცესის ნაწილი, ავტორებს მოეთხოვებათ შეამოწმონ თავიანთი წარდგენის შესაბამისობა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტთან და წარდგენილები შეიძლება დაუბრუნდეს ავტორებს, რომლებიც არ იცავენ ამ სახელმძღვანელო მითითებებს.
  • The submission has not been previously published, nor is it before another journal for consideration (or an explanation has been provided in Comments to the Editor).
  • The submission file is in OpenOffice, Microsoft Word, or RTF document file format.
  • Where available, URLs for the references have been provided.
  • The text is single-spaced; uses a 12-point font; employs italics, rather than underlining (except with URL addresses); and all illustrations, figures, and tables are placed within the text at the appropriate points, rather than at the end.
  • The text adheres to the stylistic and bibliographic requirements outlined in the Author Guidelines.

ავტორის სახელმძღვანელო მითითებები

სტატიის  წარმოდგენის ტექნიკური პარამეტრები:

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ  ვერსიით (Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით), სტატია ქართულ ენაზე შრიფტით Sylfaen, სტატია ინგლისურ ენაზე შრიფტით Times New Roman, სხვა ენებზე უნიკოდის შრიფტებით). ფაილის სახელწოდება უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად, akhalkatsi.doc. სტატიის მოცულობა (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და სხვა ტიპის დანართების ჩათვლით) უნდა იყოს არანაკლებ ხუთი (10 ათასი ნიშანი)  და  არაუმეტეს 20 კომპიუტერული გვერდისა (40 ათასი ნიშანი).

 სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით:

სტრიქონებს შორის ინტერვალი 1;

შრიფტის ზომა   11;

ოთხივე მხრიდან დატოვებული მინდორი 2,45 სმ.

სტატიის  სტრუქტურა:

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი  ნაშრომი უნდა გაფორმდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით. ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატის მიხედვით.

სტატიის სათაური: სტატიის სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს  სტატიის ორიგინალ  ენაზე (შრიფტის ზომა 12, გამუქებული). სათაური უნდა იყოს  მოკლე,  კონკრეტული (არა ზოგადი) და ასახავდეს სტატიის შინაარსს. მოერიდეთ შემოკლებებს, აბრევიატურებს, ორიენტირდით მაქსიმალურად ფართო საზოგადოებაზე.

სათაურის ზემოთ მარცხენა მხარეს უნდა მიეთითოს დარგი/ქვედარგი.

ავტორი/ავტორები: სტატიის სათაურის ზემოთ (მარჯვენა მხარეს)  უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, აგრეთვე, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ORCID კოდი (თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით ვებ. მისამართზე: https://orcid.org/).

აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი):   ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე 200-250 სიტყვა (დაახლ. კომპიუტერული ნაბეჭდი ერთი გვერდი). ავტორის სურვილისამებრ დასაშვებია აბსტრაქტის წარმოდგენა მეორე უცხო ენაზე (ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური, ესპანური და ა. შ.) აბსტრაქტი  უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა მისდევდეს სტატიის აგების ლოგიკას. აბსტრაქტი გამოყოფილია ცალკე სტატიისგან. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული;

აბსტრაქტში კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრის მთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას. მოკლედ,  უნდა იყოს არსებითად ორიგინალური. საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი.

საკვანძო სიტყვები/keywords: აბსტრაქტს თან უნდა ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (5-8). გამოიყენეთ მხოლოდ მიღებული შემოკლებები;

სტატიაში  გამოკვეთილი უნდა იყოს: პრობლემის არსი; თქვენი მიზნები; როგორია თქვენი ჰიპოტეზა; თქვენი ნაშრომის მნიშვნელობა; რა იყო გაკეთებული ადრე (ლიტერატურის მიმოხილვა, გამოყავით რამდენიმე ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომი, მათ  შორის უკანასკნელი გამოცემები; რეკომენდირებული არ არის დიდი რაოდენობა დამოწმებული ლიტერატურისა, რომელსაც კავშირი არა აქვს თემასთან, ან არამიზნობრივი ჩანართები საკუთარ მიღწევებზე); რა შედეგებს მიაღწიეთ. წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკონურად;

 სტატია უნდა იყოს მეთოდოლოგიურად სწორად აგებული, ანუ უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. აღწერეთ როგორ შეისწავლეთ დასმული საკითხი: მოიყვანეთ ვრცელი ინფორმაცია; 

შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ის ჰიპოთეზების/თეზისების მიხედვით.  მონაცემების განსაზოგადებლად გამოიყენეთ გასაგები ილუსტრაციები (დიაგრამები, ცხრილები, სურათები და სხვ). ილუსტრაციები და ტექსტი არ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს. ილუსტრაციების დასახელებებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მოწოდებული მასალა უნდა წარმოდგეს ინტერპრეტირებულად: მკითხველები ხშირად უყურებენ ჯერ ილუსტრაციებს – შემდეგ კითხულობენ. ამიტომ, ილუსტრაციები უნდა იყოს გასაგები და ინფორმაციული;

მსჯელობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იგი უნდა შეესაბამებოდეს  შედეგებს. არ ღირს იმ ნაშრომების იგნორირება, რომელთა შედეგები ეწინააღმდეგება თქვენსას – გამართეთ მათთან დისკუსია და დაარწმუნეთ მკითხველი თქვენს სისწორეში. განიხილეთ თქვენი შედეგების  შინაარსი, შეადარეთ თქვენი შედეგები მანამდე არსებულ კვლევებს. დასასრულს წარმოდგენილ უნდა იქნეს   ნაშრომის მთავარი დასკვნები.

მადლიერება: სტატიის ბოლოს, ცალკე პარაგრაფში, შენიშვნებამდე, მადლიერება გამოხატეთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაგეხმარნენ კვლევისას. ეს პარაგრაფი არ მიუთითოთ სქოლიოს სახით სათაურთან ან სხვაგვარად.

სქოლიო: შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო დანომრეთ არაბული ციფრებით თანმიმდევრულად ტექსტის დამუშავების პროგრამების საშუალებით. სხვა შემთხვევაში შეძლება მიუთითოთ ვარსკვლავის ნიშანი(*), ხოლო შენიშვნა გამოიტანოთ იმავე გვერდზე ტექსტის ბოლოს.

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა: დასახელებული ლიტერატურა და წყაროები ლაგდება ანბანთრიგზე.

ლიტერატურის დამოწმების წესი

გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef).

მითითების  სტილი:   გამოკვლევისა და წყაროს მითითება ხდება სტატიის შიგნით:   მრგვალ ფრჩხილებში უნდა მოთავსდეს ინდექსი, სადაც მიეთითება ციტირებული ტექსტის ავტორის გვარი ორიგინალის ენაზე (სახელის ინიციალი არ არის საჭირო), ტექსტის გამოქვეყნების წელი, შემდეგ ორწეტილი  და შესაბამისი გვერდი,  მაგ.: (თაყაიშვილი, 1920: 23)

გაითვალისწინეთ, რომ ყველა წერილობითი მასალა, რომელიც მითითებულია ტექსტის შიგნით, ასევე შეტანილი უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალშიც და პირიქით. გამოუქვეყნებელი მასალა და პირადი კავშირები გზით მიღებული ინფორმაცია  არ არის რეკომენდირებული იყოს ლიტერატურის  ჩამონათვალში, მაგრამ შეიძლება აღნიშნული იყოს ტექსტში. თუ  ეს მასალები მითითებულია ლიტერატურის ჩამონათვალში, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალში მასალის  მითითების სტანდარტულ სტილს. გამოუქვეყნებელი გამოკვლევის  დასახელების ბოლოს დართული სიტყვა - „ბეჭდვაში“ ნიშნავს, რომ ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მიღებულია.

გამოყენებული ლიტერატურის და წყაროების მითითება ტექსტის შიგნით და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში :

სტატიას ბოლოს ერთვის  გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც  ლაგდება ანბანთრიგზე შემდეგი თანმიმდევრობით: ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი  და ა.შ.,  ამავე დროს წერტილები და მძიმეები უნდა დაისვას ქვემოთ მოცემული კონკრეტული მაგალითების მიხედვით.

ინდექსის ფორმა   განისაზღვრება  გარკვეული  წესით. ქვემოთ მოგვაქვს კონკრეტული მაგალითები.

       ზოგადი სავალდებულო წესი: თუ მონოგრაფიას ვიმოწმებთ, მაშინ ლიტერატურის ჩამონათვალში დახრილად (კურსივით) ვბეჭდავთ მის სათაურს; თუ სტატიას ვიმოწმებთ,   დახრილად (კურსივით) ვბეჭდავთ ჟურნალის, კრებულის ან გაზეთის სახელწოდებას, შესაბამისად, აღარაა საჭირო მითითება „ჟურნალი“, „კრებული“, „გაზეთი“.

  1.წიგნი  ერთი  ავტორით –

ა). მითითება ტექსტის შიგნით:

კეკელიძე, 1987: 45

იმავე ავტორის იგივე ნაშრომი ლიტერატურის ჩამონათვალში:

კეკელიძე, კ. (1987). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

ბ). მითითება ტექსტის შიგნით

Успенский, 2001: 45

იმავე ავტორის იგივე ნაშრომი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

  Успенский, Ф. (2001). История Византийской Империи. т. 2. М.: изд. «Наука».

გ). მითითება ტექსტის შიგნით

Sayse, 1882: 56 

იმავე ავტორის იგივე ნაშრომი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

  Sayse, A. H. (1882). The Cuneiform Inscriptions of Van. part 7. JRAS 14.

 დ). ერთი ავტორის  ერთსა და იმავე  წელს  გამოცემული  რამდენიმე  წიგნი-

კაკაბაძე, ს. (1921)ა. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 1. ტფილისი

კაკაბაძე, ს. (1921)ბ. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წ. 2. ტფილისი.

ე).  წიგნი  ორი  ავტორით –

მითითება ტექსტის შიგნით

მეფისაშვილი,   თუმანიშვილი,  1989: 120

იმავე ავტორების იგივე ნაშრომი გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში:

მეფისაშვილი, რ.  თუმანიშვილი, დ. (1989). ბანას ტაძარი. თბოლისი: გამომცემლობა „მერანი“.

ვ). წიგნი  ორზე მეტი  ავტორით –

მითითება ტექსტის შიგნით

ქორიძე და სხვები, 2000: 45

იგივე ნაშრომი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ქორიძე, ნ. ახვლედიანი, გ. გიორგაძე, დ. დვალი რ. (2000). საქართველო გარდამავალ ხანაში. თბილისი: გამომცემლობა „ევრიკა“.

ზ). წიგნი ავტორის გარეშერომელსაც ჰყავს შემდგენელი ან რედაქტორი -  

 მითითება ტექსტის შიგნით

ქრონიკები, 1897: 48

იგივე წიგნი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ქრონიკები და სხვა    მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა.(1897).შეკრებილი,    ქრონოლო

გიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. წ. 2.   ტფილისი.

ზემოთ მოყვანილ (1: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ)  შემთხვევებში დახრილად იბეჭდება წიგნის სათაური.

 

  1. სტატიაჟურნალიდან/სერიული გამოცემიდან/კრებულიდან-

ა). მითითება ტექსტის შიგნით

ჯაველიძე, 2020: 21

იგივე  სტატია  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ჯაველიძე, ნ. (2020). კათოლიკური სიმბოლო XIII ს. ქართველ მეფეთა მონეტებზე. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. № 2. თბილისი.

ბ).მითითება ტექსტის შიგნით

შანიძე, 1962: 67

იგივე  სტატია  ლიტერატურის ჩამონათვალში:

შანიძე, აკ. (1962). ბასილი ეზოსმოძღვრის ისტორიული თხზულების ერთი შერყვნილი ადგილის გამართვისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ. 99. თბილისი.

გ). მითითება ტექსტის შიგნით

მუსხელიშვილი, 2019: 110

იგივე  სტატია  ლიტერატურის ჩამონათვალში:

 

მუსხელიშვილი, დ. (2019). ქართველი ერისა და სახხელმწიფო ტერიტორიის ჩამოყალიბების პრობლემისათვის. ისტორიანი. სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 80 წლისთავისადმი. თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“.

ზემოთ მოყვანილ (2: ა, ბ, გ)  შემთხვევებში დახრილად იწერება ჟურნალის, პერიოდული გამოცემის ან კრებულის   სახელწოდება.

  1. სტატია გაზეთიდან-

ა). მითითება ტექსტის შიგნით

გურგენიძე, 1999: 8

იგივე  სტატია  ლიტერატურის ჩამონათვალში:

გურგენიძე, დ. (1999). ბრძოლა გადარჩენისთვის. იბერია-სექტრი. № 5. თბილისი.

ბ). საგაზეთო  სტატია  ავტორისა  და  სათაურის გარეშე –

მითითება ტექსტის შიგნით

გაზეთი ივერია. 1897: 2

იგივე  სტატია  ლიტერატურის ჩამონათვალში:

გაზეთი „ივერია. (1897). №2, ტფილისი.

ორივე შემთხვევაში დახრილად იწერება გაზეთის სახელწოდება.

  1. საენციკლოპედიოანქრესტომათიული სტატია –

shoshiashvili, n. (1975). abuserisdzeni.  kartuli sabtchota entsik’lopedia. t'. 1, tb. (

შოშიაშვილი, ნ. (1975). აბუსერისძენი.  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 1, თბილისი.

დახრილად იბეჭდება ენციკლოპედიის სახელწოდება.

  1. ისტორიულიწყაროები

). ქართლის ცხოვრების თხზულებები

მითითება ტექსტის შიგნით

ლეონტი მროველი, 2008: 50

ან

ბასილი ეზოსმოძღვარი. 1959: 80

იგივე   წყარო  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ლეონტი მროველი. (2008). ცხორება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა. ქართლის ცხოვრება. მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. „არტანუჯი“.

ბასილი ეზოსმოძღვარი. (1959). ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ქართლის ცხოვრება. ტ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

). ქართლის ცხოვრების ანონიმური თხზულება -

მითითება ტექსტის შიგნით

ცხორებაჲ მეფეთ-მფისა დავითისი, 2008: 105

იგივე   წყარო  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ცხორებაჲ მეფეთ-მფისა დავითისი. (2008). ქართლის ცხოვრება. მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. „არტანუჯი“.

ორივე (5: ა, ბ) შემთვევაში დახრილად იწერება კრებულის  სახელწოდება (ქართლის ცხოვრება).

). ქართლის ცხოვრების  თხზულების ცალკე გამოცემა

მითითება ტექსტის შიგნით

ჟამთააღმწერელი, 1987: 45 

იგივე   თხზულება  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ჟამთააღმწერელი. (1987).  ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო რ. კიკნაძემ. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

დახრილად იწერება წყაროს სათაური.

  1. თხზულება ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სერიიდან-

ა). მითითება ტექსტის შიგნით:

იოვანე საბანის-ძე, 1963: 67

იგივე   თხზულება  ლიტერატურის ჩამონათვალში:.

იოანე საბანის-ძე. (1963). წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოისი, რომელი ეწამა ქართლს შინა ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე ძისა საბანისი ბრძანებითა  ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ტ. I. (V-X სს.). დასაბეჭდად მოამზადეს ი. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი.

დახრილად იწერება თხზულების სათაური.

ბ). ანონიმური თხზულება ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სერიიდან

მითითება ტექსტის შიგნით:

მარტვილობაჲ ევსტათი მცხეთელისაჲ, 1963: 31

იგივე   თხზულება  ლიტერატურის ჩამონათვალში:

მარტვილობაჲ ევსტათი მცხეთელისაჲ. (1963). მარტვილობაჲ და მოქალაქობაჲ ევსტათი მცხეთელისაჲ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ტ. I. (V-X სს.). დასაბეჭდად მოამზადეს ი. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი.

დახრილად იწერება წიგნის სათაური.

  1. თხზულება სერიიდან „გეორგიკა“-

მითითება ტესტის შიგნით

თეოდოსი განგრელი, 1940: 40

იგივე ავტორი ლიტერატურის ჩამონათვალში:

თეოდოსი განგრელი. (1940). გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. წიგნი IV.  ნაკვეთი I. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბილისი

დახრილად იწერება წიგნის სათაური.

8). ხელნაწერთა აღწერილობა –

მითითება ტექსტის შიგნით

A ფონდის აღწერილობა, 1973: 230  

იგივე   წიგნი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

Aფონდისაღწერილობა.(1973).  ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციის.  შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, ც. კახაბრიშვილმა, თ. მგალობლიშვილმა, მ. ქავთარიამ, ლ. ქუთათელაძემ და ი. ჯღამაძემ.  ელ. მეტრეველის რედაქციით. ტ. II. თბილისი.

დახრილად იწერება წიგნის  სახელწოდება.

  1. გამოქვეყნებული ისტორიული საბუთი -

ა). იმ შემთხვევაში, თუ გამომცემელი ერთია: მითითება ტექსტის შიგნით

დოლიძე, 1970: 57 

იგივე   გამოცემა  ლიტერატურის ჩამონათვალში:

დოლიძე, ი. (1970). ქართული სამართლის ძეგლები. საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.). ტ. III.  ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო  ი. დოლიძემ.  თბილისი.

ბ). იმ შემთხვევაში, თუ გამომცემელი ორზე მეტია: მითითება ტექსტის შიგნით

ენუქიძე და სხვები, 1984: 47

იგივე    წიგნი  ლიტერატურის ჩამონათვალში:

ენუქიძე, თ. და სხვები (1984). ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი.I. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ,  ნ. შოშიაშვილმა. თბ.).

ორივე (9: ა, ბ) შემთხვევაში დახრილად იწერება წიგნის სათაური.

  1. საარქივო მასალა-

სტატიის შიგნით

ფონდი 210: 50

ლიტერატურის ჩამონათვალში

ფონდი 210. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი. ფონდი 210. აღწერა 3. საქმე 14.

  1.  

ციფრული წიგნის დასამოწმებლად იხელმძღვანელეთ ნაბეჭდი წიგნის მითითებისთვის არსებული წესებით. სტანდარტული ელემენტების გარდა ბიბლიოგრაფიაში ინტერნეტში განთავსებული წიგნებისთვის მიუთითეთ URL მისამართი და წვდომის თარიღი. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ URL მისამართი არ არის საკმარისი; დაურთეთ მაქსიმალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ, რათა მკითხველს შეეძლოს წყაროს მოძებნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ URL მისამართი შეიცვლება. თუ გვერდის ნომრები არ არის აღნიშნული, ციტირებული მონაკვეთის ადგილმდებარეობა მიუთითეთ აღწერილობითად, მაგ. წამძღვარებული ქვესათაურით.

ა.:  სახელი გვარი, წელი, სათაური, გამოცემის ნომერი (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ, URL მისამართი (წვდომის თარიღი).

 Julian Samora and Patricia Vandel Simon. (2000).  A History of the Mexican-American People, rev. ed. (East Lansing, MI: Julian Samora Research Institute, Michigan State University), under “Civil War in mexico,”http://www.jsri.msu.edu/museum/ pubs/MexAmHist/ chapter14.html#six (19.12.2005).

ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. URL მისამართი (წვდომის თარიღი).

Samora Julian and Patricia Vandel Simon. (2000). A History of the Mexican-American People.Rev. ed. East Lansing, MI - Julian Samora Research Institute, Michigan State University..http://www.jsri.msu.edu/museum/pubs/MexAmHist/chapter14.html#six (19.12.2005).

სხვა ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნებული (მაგ.: CD-ROM, Microsoft Reader e-book) წიგნების მითითებისას მიუთითეთ წიგნის ფორმატიც.

ა.:  სახელი გვარი,წელი, სათაური (გამოცემის ადგილი: გამომცემელი,), წიგნის ფორმატი.

Thomas H. Davenport and John C. Beck. (2001). The Attention Economy: Understanding the New Currency of Business (Cambridge, MA - Harvard Business Scholl Press). TK3 Reader e-book.

ბ.: გვარი, სახელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, წელი. წიგნის ფორმატი.

Hellman, Hal. (2004). Great Feuds in Technology - Ten of the Liveliest Disputes Ever. New York: John Wiley.  Rocket e-book.

შესაძლებელია ინტერნეტ წყაროები  შევიდეს ლიტერატურისა და წყაროების საერთო ჩამონათვალში ან გაკეთდეს ცალკე ჩამონათვალი  (მაგალითად, ლიტერატურისა და წყაროთა ჩამონათვალის შემდეგ).

ილუსტრაციების წარმოდგენის ინსტრუქცია

ილუსტრაციები (სქემები, დიაგრამები, ცხრილები, სურათები, რუკები, ავტოგრაფიული ჩანახატები და სხვ.) წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტში ჩასმული ან ცალკე ფაილის სახით.

ილუსტრაციები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ფორმატში:

EPS (ან PDF): დიაგრამები, ცხრილები და სქემები, ყველა გამოყენებული ფონტით;

TIFF (ან JPEG): ფერადი და შავ-თეთრი ფოტოსურათი, რუკები,  გაფართოება მინიმუმ 300     dpi;

TIFF (ან JPEG): შავ-თეთრი გრაფიკული ნახატი, ავტოგრაფიული ჩანახატი,  გაფართოება მინიმუმ 1000 dpi;

TIFF (ან JPEG): კომბინირებული (ფერადი და შავ-თეთრი) სურათი, გაფართოება მინიმუმ 500 dpi.

ტექსტში გამოყენებული ილუსტრაციები თანმიმდევრულად დანომრეთ. თითოეულ ილუსტრაციას უნდა ჰქონდეს წარწერა. წარწერები დაწერეთ ცალკე და არა ილუსტრაციაზე. წარწერა უნდა შეიცავდეს სათაურს და მოკლე აღწერას. გააკეთეთ მოკლე წარწერა, მაგრამ განმარტეთ ყველა გამოყენებული სიმბოლო და აბრევიატურა. თავი აარიდეთ ვერტიკალურ მწკრივებს;

ილუსტრაციებზე წარწერისათვის გამოიყენეთ შემდეგი შრიფტები: სტატიის ქართულ ვერსიისათვის Sylfaen;    ინგლისური ვერსიისათვის Times New Roman; სტატიის სხვა ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში უნიკოდის შრიფტები. შრიფტის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 9. ილუსტრაციების წარწერები შესაძლებელია იყოს დახრილი შრიფტით;

შესაძლებელია ილუსტრაციები ტექსტში მხოლოდ დაინომროს, ხოლო გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ დაერთოს ჩამონათვალი შესაბამისი განმარტებებით;

თუ ილუსტრაციები (სქემები, დიაგრამები, ცხრილები, სურათები, რუკები, ავტოგრაფული ჩანახატები და სხვ.) დასკანერებულია წიგნიდან, უნდა მიეთითოს წიგნის სრული დასახელება. ასევე, თუ ილუსტრაცია გადმოღებულია ინტერნეტიდან, უნდა მიეთითოს სრულყოფილად, როგორც ეს მინიშნებულია ლიტერატურის დამოწმების წესში. ასეთ შემთხვევაში ილუსტრაციის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ ფორმატს;

ტექსტში ჩართული ილუსტრაცია არ შეიძლება გაყოფილი იყოს გვერდიდან გვერდზე გადასვლისას;

ცალკე ფაილად წარმოდგენილი ილუსტრაციის ზომა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატს;

ილუსტრაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

----------------------------------------------------------------------------------------------

  • ტექსტში ზომა-წონის ერთეულები წარმოდგენილი უნდა იყოსსი სისტემით (ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, ან შემოკლებით სი - ფრანგ. Système international d'unités, SI). წყაროში სხვა ზომა-წონის ერთეულის დასახელების შემთხვევაში, იქვე,  მრგვალ ფრჩხილებში ან სქოლიოში უნდა მიეთითოს   სი სისტემის შესაბამისი ზომა-წონის ერთეული.
  • წელთაღრიცხვისათვის უნდა გამოიყენოთ გრიგორიანული სტილი. წყაროებში სხვა კალენდარული სისტემების თარიღების დასახელების შემთხვევაში, მრგვალ ფრჩხილებში ან სქოლიოში უნდა მიეთითოს გრიგორიანული კალენდრის შესაბამისი თარიღი. ქრისტეს შობამდე მოვლენების დათარიღებისათვის უნდა გამოიყენოთ პეტავიუსის სისტემა ნულოვანი წლის გარეშე (მაგ.: „ძველი წელთაღრიცხვით“; „ჩვენს წელთაღრიცხვამდე“; „ქრისტემდე“).

 

სტატიის ელექტრონული ვერსია  მოგვაწოდეთ ელექტროფოსტით:

Goneli.araxamia@gmail.com

macnejournal@gmail.com

 

Articles

Section default policy

კონფიდენციალურობის განცხადება

ელექტრონული ფოსტის სახელები და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, ან არ გადაეცემა სხვა პირებისა და ორგანიზაციებს.