ჟურნალის შესახებ

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია  თანამედროვე კვლევების შესახებ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგებში. ჟურნალში იბეჭდება  გამოუქვეყნებელი სამეცნიერო კვლევები  შემდეგ დარგებში/ქვედარგებში: პრეისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი და უახლესი ისტორია, ცივილიზაციის ისტორია, რელიგიის ისტორია, სოციალურ-ეკონომიკური ისტორია, დიპლომატიის ისტორია, პოლიტიკური აზრის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ისტორიის ფილოსოფია,  წყაროთმცოდნეობა, ისტორიული აზრის ისტორია, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, გენეალოგია, ჰერალდიკა, მეტროლოგია, გლიპტიკა, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა, მითოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია.  ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები,  სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ ელექტრონული გამოცემების სისტემას OJS-ს (Open Journal Sistems). OJS პროგრამა არსებობს როგორც ავტორების, ასევე  ჟურნალების მომსახურებისათვის. OJS უზრუნველყოფს არა მარტო  წარდგენის პროცესის ადვილად წარმართვას, მას შეუძლია შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია ავტორებისა და მათი შრომების შესახებ   კვლევისა და ციტირების  მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა Google Scholar, PubMed, DOAJ (the Directory of Open Access Journals) და სხვა.

განაცხადის წარდგენისათვის ავტორს უნდა ჰქონდეს მომხმარებლის ანგარიში და დარეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ავტორი. მომხმარებლის ანგარიში შეიძლება შეიქმნას ჟურნალის მენეჯერის/ადმინისტრატორის მიერ, ან ავტორს შეუძლია თვითონ დარეგისტრირდეს.

     ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ  ენებზე. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი  ნაშრომი უნდა გაფორმდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით. ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატის მიხედვით.

     გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია ფორმდება APA სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef).

სტატიებს თან  უნდა ახლდეს აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები  ინგლისურ  და სტატიის ორიგინალის ენებზე.

ჟურნალი გამოდის 1971 წლიდან. 2012 წლიდან წელიწადში გამოდის ჟურნალის ორი ნომერი.  ნომრები ქვეყნდება ივნისში და დეკემბერში. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადიან პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin- ის საშუალებით.

რედაქციაში შემოსული სტატია გაივლის ე. წ. ბრმა რეცენზირებას. რეცენზენტის შენიშვნები ეგზავნება ავტორს რეაგირებისთვის. სტატიის გამოქვეყნების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი.

ჟურნალში ნაშრომის  გამოქვეყნება უფასოა. გამოქვეყნებული მასალა ყველა მომხმარებელისათვის ხელმისაწვდომია, თავისუფლად შეიძლება სრული ტექსტების ნახვა და გადმოწერა. დაუშვებელია მომხმარებელთა მხრიდან  გადმოწერილი მასალის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება.

 

საგამომცემლო ეთიკა

რეცენზირება

ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა

კონტრაქტი

 

Online ISSN: 2720-8214

Print ISSN: 0132-6058