რეცენზირება

შეფასება (კოლეგიალური რეფერირება)

საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში "საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“    წარმოდგენილი ყველა ნაშრომი გადის სავალდებულო შეფასებას:

  • რედაქტორი ამოწმებს წარმოდგენილი ნაშრომის შესაბამისობას ჟურნალის  პროფილსა და შინაარსთან, ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების პროცედურებთან და მხოლოდ ამის შემდგომ გადაეცემა ნაშრომი სარედაქციო საბჭოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ნაშრომის სამეცნიერო ღირებულების შესახებ;
  • იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ზომეთ ხსენებულ მოთხოვნებს, ჟურნალის რედაქტორი შეფასების მოსამზადებლად შეარჩევს ორ შემფასებელს/რეცენზენტს, რომელთა კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია წარმოდგენილ ნაშორმთან. შეფასება გრძელდება 1-2 თვე.
  • შეფასებისას გამოყენებულია "ორმაგი ბრმა" შეფასების სისტემა. წარმოდგენილი ნაშრომი მიეწოდებათ შემფასებლებს ისე, რომ მათ არ იციან ავტორ(ებ)ის ვინაობა, ასევე ვტორ(ებ)მა არ იციან შემფასებელთა ვინაობა ან/და მათი ინსტიტუციური კუთვნილება.
  • ხორციელდება გარე შეფასება, კერძოდ, შემფასებლებად არ შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი ნაშორმის ავტორები ან თანაავტორები და არ უნდა წარმოადგენდნენ იმავე ორგანიზაციას, სადაც ნაშრომის ავტორი მოღვაწეობს.
  • შემფასებელი ახორციელებს ნაშრომის აქტუალურობის და სიახლის შეფასებას, მის თეორიულ და პრაქტიკულ ღირებულებას, დამოწმებულ ლიტერატურას.

შემფასებელი  ჟურნალის რედაქტორს წარუდგენს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:

  1. ნაშრომი გამოქვეყნდეს ჟურნალში;
  2. ნაშრომი საჭიროებს ცვლილებებს და შესაძლებელია მისი ხელახალი წარდგენა გამოსაქვეყნებლად;
  3. ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარი (მიზეზები დეტალურად უნდა იყოს განმარტებული).

ნაშრომის ავტორი უფლებამოსილია გაეცნოს შეფასებას, რომელიც მას ეგზავნება ელ.ფოსტაზე, თუმცა შემფასებლის ვინაობა ანონიმური რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ შემფასებელი რეკომემნდაციას გაუწევს ნაშრომში ცვლილებების შეტანას, ჟურნალის რედაქტორი აცნობებს ავტორს, რომ საჭიროა აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე სახეცვლილი ნაშრომის წარმოდგენა, ან წინარე რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი ვერ გამოქვეყნდება.

შემფასებლის მიერ ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის მიზეზები:

  • გამოყენებული ლიტერატურის არ არსებობა;
  • მასალის ხელახალი გამოქვეყნება (გამოქვეყნებული ნაშრომის სრული ან ნაწილობრივი რედუბლიკაცია);
  • დასკვნის არარსებობა, ან არსებული დასკვნის გაურკვევლობა;
  • აბსტრაქტის, საკვანძო სიტყვების და ნაშრომისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი დეტალების არარსებობა;

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის გამოქვეყნებაზე ავტორს ეთქვა უარი, ეს მას ელ. ფოსტის მეშვეობით უნდა ეცნობოს.

ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო, შემფასებლის რეკომენდაციის, კვლევის აქტუალურობის და ნაშრომის ჟურნალთან შესაბამისობის გათვალისწინებით. ნაშრომი, რომელიც უარყოფილია, არ შეიძლება ჟურნალში წარმოდგენლი იყოს ხელახალ გამოქვეყნებაზე.

სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელი რედაქტორი აცნობებს ავტორს ინფორმაციას გადაწყვეტილებისა და ნაშრომის გამოქვეყნების სავარაუდო ვადების შესახებ.

შეფასებები ინახება სარედაქციო ოფისში 3 წლის განმავლობაში.

 

დანართი 

სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები

ავტორს აქვს უფლება გაასაჩივროს სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება, იმ შემთხვევასი, თუ ავტორს უარ ეთქვა ნაშრომის გამოქვეყნებაზე. ამ შემთხვევაში, ნაშრომის ავტორს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქტორის სახელზე წარდგენილი კორესპონდენციის სახით. ჟურნალის რედაქტორი ვალდებულია მიიღოს აღნიშნული საჩივრის კორესპონდენცია და იმოქმედოს საჩივართან დაკავშირებით შემდგომი რეაგირებისთვის. ჟურნალის რედაქტორის დისკრეციული უფლებით, აღნიშნული ნაშრომი მიეწოდებათ სხვა შემფასებლებს, ალტერნატიული შეფასების მიღების მიზნით.

ნაშრმი არ გამოქვეყნდება, თუ აღმოჩენილია პლაგიატი ან შედეგების გაყალბება.