„ორი ოსეთის“ გაერთიანების სეპარატისტული იდეა და XX საუკუნის 90- იანი წლების ქართულ-ოსური საზოგადოებრივი აზრი

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ოსეთი, გაერთიანება, პროპაგანდა, საზოგადოება

რეზიუმე

საკვლევ პრობლემასთან მიმართებაში არსებული დოკუმენტური მასალის საფუძვლიანი გაანალიზებისა და ქართულ-ოსური საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ნაშრომში დასაბუთებულია: 1)როკის გვირაბის მშენებლობის დამთავრება (1981 წლის 5 ნოემბერი) და საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საუღელტეხილო ცხინვალი-ჯავა-როკის სატრანსპორტო გზის ამოქმედება, შეტევითი ოსური სეპარატიზმის გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორი გახდა. მათი ძალისხმევით: ა)„ორი ოსეთის“ („სამხრეთ ოსეთი“ და ჩრდილო ოსეთი) გაერთიანებისთვის ბრძოლა, ახალ საფეხურზე იქნა აყვანილი; ბ) ცხინვალი-ჯავა-როკის გზის მონაკვეთის სივრციდან, „ოსური იდეის“ ხელშემშლელი ქართული მოსახლეობის ეტაპობრივი გამოდევნა და გამონთავისუფლებული ტერიტორიების ოსური მოსახლეობით შევსება, ოსი სეპარატისტების მხრიდან ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისთანავე ხორციელდებოდა; 2)საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისგან, ინტერნაციონალიზმის ნიღბით, „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის მმართველი წრეებისათვის განუზომელი უფლებების მიცემამ, ოს სეპარატისტებს, ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების საფეხურებრივად „ჩაყლაპვის“ შესაძლებლობა შეუქმნა; 3)დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით გააქტიურებულმა ოსმა სეპარატისტებმა, ისტორიული სინამდვილის მრუდე სარკეში წარმოჩენით, ოსურ მოსახლეობაზე იდეოლოგიურ-პოლიტიკური ზემოქმედების რამდენიმე ფორმას მიმართა: ა)„ადამონ ნიხასის“ ლიდერის ალ.ჩოჩიევის მიერ ალანების „განსახლების“ შესახებ შედგენილი რუკით, სამხრეთ კავკასიაში ალანების ისტორიულ საცხოვრისად ცხინვალის რეგიონი,- მიზანმიმართულად იქნა გამოცხადებული; ბ)„ორი ოსეთის“ გაერთიანების ალ.ჩოჩიევისეული იდეიისადმი ცხინვალის რეგიონის ოსური ინტელიგენციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა, ოსურ მოსახლეობაში „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ ქართველებისგან „დაპყრობის მტკიცებულების“ შექმნაზე და მათდამი სიძულვილის გაღრმავებაზე იყო
გათვლილი; 4)ქართული საზოგაროებრივი აზრის წარმომადგენლებისა და ჭეშმარიტების დაცვის საფეხურზე მდგომი ოსური ინტელიგენციის (მეცნიერები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, სტუდენტები) ერთობლივი ძალისხმევით, პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში საფუუძვლიანად იქნა დასაბუთებული: ა)ოსი ხალხის კულტურული და ეროვნული იდენტობის
შენარჩუნების გარანტიის შექმნა, მხოლოდ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ოს-ქართველთა თანაცხოვრებით იყო შესაძლებელი; ბ)„სამხრეთ ოსეთის“ ჩრდილოეთთან მიერთების ფართომასშტაბიანი პროპაგანდა, ა.სახაროვისეული „ჰიპოთეზის“- საქართველოს, როგორც „პატარა იმპერიის“ დაშლას ისახავდა მიზნად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას შეიცავდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-01-24