მოჭიქული კერამიკის დამზადების ტრადიციების ამსახველი არტეფაქტები ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან
საკვანძო სიტყვები:
კერამიკა, კერამიკული სახელოსნო, ჭიქურიანი ფრაგმენტები, წარმოების ისტორია, ქუთაისის ნაქალაქარირეზიუმე
სტატიაში განხილულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში დაცული მეთუნეობის არტეფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მოჭიქული კერამიკის დამზადების ტრადიციების გარკვევისათვის. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შუასაუკუნეების კერამიკული სახელოსნოების ნაშთების და ჭიქური არტეფაქტების შესწავლისა და ანალიზის გზით, ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოჭიქული კერამიკის წარმოების ისტორიის გააზრება. კვლევის ბაზას წარმოადგენდა პროფესორ ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით 1984-2010 წლებში ქუთაისის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციების დროს მოპოვებული მასალები: კერამიკული სახელოსნოს ნაშთი, კერამიკის გამოსაწვავი ქურები, ქვის სამეთუნეო ჩარხი, კერამიკის წარმოების ამსახველი სხვადასხვა ნივთები, ჭიქურიანი კერამიკის ფრაგმენტები და სხვ. აღნიშნული მასალების ანალიზისა და სტრატიგრაფიული მონაცემების განსაზღვრის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე VIII-XI საუკუნეებში ფუნქციონირებდა კერამიკული სახელოსნო და მზადდებოდა, როგორც მოჭიქული კერამიკის ჭურჭელი, ისე სამშენებლო კერამიკა. კვლევა მნიშვნელოვანია კერამიკის ქუთაისური კოლექციის სამეცნიერო მიმოქცევაში
შემოტანის თვალსაზრისით და ქუთაისქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ყოფა-ცხოვრების დადგენის მიზნით.