საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხები ჟურნალ „მწყემსის“ფურცლებზე

ავტორები

  • გრიგოლ ხაჭაპურიძე თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია https://orcid.org/0009-0009-9395-3743

საკვანძო სიტყვები:

ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესია, ისტორიოგრაფია

რეზიუმე

ჟურნალ„მწყემსის’’ მთავარი ამოცანა, როგორც ამას თავად სარედაქციო კოლეგია განსაზღვრავდა, იყო რელიგიური და მორალური შინაარსის პოპულარული სტატიებითა და ბროშურებით ხალხის ცნობიერებაში ქრისტეს ნათლის შეტანა. ჟურნალ „მწყემსში’’ სისტემატიურად ქვეყნდებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებაქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ქართული ისტორიოგრაფიისათვის მეტად ღირებულ, მეცნიერულ კვლევას წარმოადგენდა . ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპისკოპოს კირიონის, ეპისკოპოს ლეონიდის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის, სერგი გორგაძისა და სხვა მკვლევრების წერილები და სტატიები. 1887 წელს ჟურნალ «Пастырь» მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ეპისკოპოს კირიონის წერილი სათაურით: «Краткий очерк грузинской церковной истории.» ეპისკოპოსი კირიონი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს და ისტორიული მოცემულობის საფუძველზე, კრიტიკულად აფასებს ქართულ ისტორიოგრაფიას.ჟურნალ „მწყემსში’’დიდი ადგილიეთმობოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. ამ
მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ეპისკოპოს ლეონიდის, დეკანოზ დავით ღამბაშიძისა და ორი უცნობი ავტორის წერილი, რომლებიც ისტორიულ წყაროთა მოწმობის საფუძველზე, არგუმენტირებული მსჯელობის კვალდაკვალ სამართლიანად მიუთითებენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე. აღნიშნულ ჟურნალში ასევე გამოქვეყნდა უცნობი ავტორის წერილი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქართველი სამღვდელოების მდგომარეობის შესახებ. იგიძველი, წინა საუკუნის სამღვდელოებისა და ამჟამინდელი სასულიერო პირების ურთიერთშედარებით ავლებს მკვეთრ მიჯნას მათ შორის და ისტორიული მოცემულობის საფუძველზე, წარმოგვიჩენს ძველი სამღვდელოების დამსახურებას ერისა და ქვეყნის წინაშე და ამის საპირისპიროდ გვიჩვენებს დღევანდელი სამღვდელოების პასიურობასა და უმოქმედობას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-01-24