საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდასავლური მოწოდებანი 1924-1930 წლებში

ავტორები

  • სერგო ვარდოსანიძე

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხელისუფლება, კათალიკოზი ამბროსი, რომის პაპი, ანგლიკანური ეკლესია, კათოლიკოსი ქრისტეფორე

რეზიუმე

1921 წლის თებერვალში საქართველო დაპყრობილ იქნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ, დამპყრობლებმა მსოფლიო საზოგადოების თვალის ახვევის მიზნით ადგილზე შექმნეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც გამოირჩეოდა ანტიქართული საქმიანობით. 1921-1922 წლებში საქართველომ „ნებაყოფილობით“ თავისი ისტორიული ტერიტორიები გადასცა თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის შიგნით შექმნა სამი ავტონომიური ერთეული აფხაზეთის, აჭარის და სამხრეთ ოსეთის სახით. იურიდიული სტატუსი ჩამოართვა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, დაიწყო აგრესიული ათეიზმის პროპაგანდა და პრაქტიკული განხორციელება, რაც გამოიხატა ეკლესა-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებასა და საეკლესიო ქონების ჩამორთმევაში. ამ უკანონო-ბარბაროსული ქმედებების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ, კათალიკოზ-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, პატრიარქმა 1922 წელს საგანგებო წერილით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციას და მოითხოვა საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანა. საოკუპაციო ხელისუფლებამ კათალიკოზი ამბროსი დააპატიმრა. გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დახვრეტა, მაგრამ კენტებერიის მთავარეპისკოპოსის ენერგიულმა ქმედებებმა პატრიარქი დახვრეტას გადაარჩინა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მოახერხა მის მიერ ინსპირირებული სასულიერო პირების მეშვეობით, რომელნიც სულ მალე საეკლესიო მმართველობის სათავეში მოვიდნენ დაეწყო ანტიდასავლური პროპაგანდა რომის პაპის და ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელნიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებდნენ მკაცრი პასუხი მოეთხოვათ საბჭოთა მთავრობისათვის ქვეყანაში გაჩაღებული რელიგიური დევნის გამო.ჯერ კიდევ 1924 წელს ხელისუფლების კარნახით საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ მკაცრად გაილაშქრა ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ და მათ ავანტურისტები უწოდა,ხოლო 1930 წელს უკვე, როგორც კათალიკოზ-პატრიარქმა სპეციალური განცხადებით დაგმო რომის პაპის და ანგლიკანური ეკლესიის ანტისაბჭოთა კრიტიკა, უფრო მეტიც,განაცხადა: რომ საქართველოში დაცული იყო სინდისის თავისუფლება და ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებდა ეკლესიის პოზიციებს, სამწუხაროდ ეს განცხადება უფრო გარე მოხმარებისათვის იყო განკუთვნილი და არ ასახავდა საქართველოში არსებულ რეალურ სინამდვილეს. იგი კარგად აჩვენებდა ჩვენი ერის და
ეკლესიის მძიმე მდგომარეობას და მის საოკუპაციო ხელისუფლებისადმი მორჩილებას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

საქართველოს ისტორია