ეროვნული მეხსიერების დაცვა-გადარჩენის საკითხისათვის ტაო-კლარჯეთში
საკვანძო სიტყვები:
ეროვნული მეხსიერება, ტაო-კლარჯეთი, დაცვა, გადარჩენარეზიუმე
წარმოდგენილ კვლევაში ტაო-კლარჯეთში ეროვნული მეხსიერების რამდენიმე ასპექტსა და მისი დაცვა-გადარჩენის საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ეროვნული გენის კოდი - ქართული ენის მდგომარეობა რა სურათს გვიჩვენებს ისტორიულ ტაო-კლარჯელთა ცნობიერებაში, რადგან ეროვნული იდენტობის ყველაზე მძლავრი ფაქტორი, მყარი ნიშანი ენაა. ასევე, ტაო-კლარჯელთა მეხსიერებაში, მათ ეროვნულ ცნობიერებაში რამდენადაა შემორჩენილი ისტორიული წარსულის ცოდნა. აქვე განხილული იქნება ტაო-კლარჯელთა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული რეალიებიც.
აღნიშნული საკითხის კვლევისას გასათვალისწინებელია ტოპონიმიკური მასალის ანალიზიც. უფრო მეტიც, შეიძლება ქართული დავიწყებული ჰქონდეთ, მაგრამ მათ მეხსიერებას შემოუნახავს ადგილის ისტორიული ქართული სახელები.
საკვლევი საკითხის განხილვისას, ძირითადად, ჩვენ მიერ წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს ჩაწერილი ემპირიული მასალით ვიხელმძღვანელებთ. როგორც ცნობილია, ეროვნული მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის დაცვა-შენახვას, არამედ მომავალში მისი არსებობისა თუ გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს. ეს კი, ტაო-კლარჯეთში მნიშვნელოვან პრობლემად
იკვეთება.
საანალიზოდ წარმოდგენილი საკითხები, ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებ წარმოდგენას შეგვიქმნის ტაო-კლარჯეთში ეროვნული მეხსიერების ზოგიერთი ასპექტისა და მისი დაცვა-გადარჩენის საკითხის შესახებ.