ქსნის ხეობის სოფელ ახლოურთკარის ისტორიიდან

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქსნის ხეობა, სალოცავები, წმინდა გიორგი, ხატის მიწები, აღწერები, ერისთავის მამული, კომლი, მოსახლეობა

რეზიუმე

ნაშრომში საუბარია ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოურთკარის შესახებ.
სოფლის სიძველეებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია წმინდა გიორგის, სამების, ლომთმშვენის, ელია თეზბიტელის, ფურების სალოცავებზე, ასევე მეზობელ სოფელ ყველდაბაში აგებულ წმინდა გიორგისა და კვირაცხოველზე, იმ რელიგიურ რიტუალებზე, რომელიც ქსნის ხეობის მთიელთა ყოფა-ცხოვრებისათვის იყო დამახასიათებელი. საუბარია ხატიმიწებად
სახელდებულ მამულებზე, მათი დამუშავებისა და მოსავლის განაწილების წესზე.
ნაშრომში ასევე ყურადღება ეთმობა ახლოურების თავდაპირველ სამკვიდროს; ისინი ქსნის ხეობაში უკანა ფშავის სოფელ ხოშარადან გადმოვიდნენ, ფუძე გვარი გაბიდაური იყო. ახლოურების ბიძაშვილებად მიიჩნევიან არაგვის ხეობიდან ქსანზე მიგრირებული თინიკაშვილები, ბალაშვილები და ხოკრიშვილები. გაბიდაურთა შთამომავლები დღემდე მტკიცედ იცავენ ფშავში ოდითგანვე დამკვიდრებულ ეგზოგამიის ცნობილ ტრადიციას.
ახლოურების შესახებ პირველ ცნობებს XVIII საუკუნის II ნახევრის ქსნის ხეობის სტატისტიკურ აღწერილობებში ვხვდებით.
ნაშრომში პირველად ქვეყნდება XIX საუკუნის რუსული კამერალური აღწერების მონაცემები, რაც საკვლევ თემას უფრო მნიშვნელოვანსა და აქტუალურს ხდის. წყაროების ანალიზი 1804 წლის პირველი კამერალური აღწერეით იწყება, რასაც მოსდევს 1814, 1821, 1830-1832, 1843, 1860, 1873 და 1886 წლების აღწერები. XX საუკუნის მოსახლეობაზე საუბარია 1923 წლის,
ასევე მომდევნო წლების საკავშირო აღწერებისა და 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის მიხედვით.
XVIII-XX საუკუნეების აღწერათა მონაცემები საშუალებას გვაძლევს დემოგრაფიულ ვითარებასთან ერთად გავეცნოთ სოფელში არსებულ ეკონომიკურ ყოფას, სოციალურ ურთიერთობებს, გლეხთა კატეგორიებსა და გადასახადებს. სოფელში არსებული მიწები ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, ნაშრომში გაანალიზებულია ახლოურების მთისწინეთსა და ქართლის ბარში გადასახლების მიზეზები და შედეგები. განმარტებულია სოფლის მიკროტოპონიმები: მთების, ქედების, წყაროების, სახნავ-სათიბი ადგილების, ახოების, ხევების...
სოფლის წარსულის უკეთ წარმოსაჩენად, ისტორიულ წყაროებთან ერთად ყურადღება ეთმობა ქსნის ხეობის მოსახლეობაში შემორჩენილ ფოლკლორულ მასალას.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25