საქართველოს ეკლესია ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობის პერიოდში

ავტორები

  • ანა დოლიძე წმ ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-0655-6295

საკვანძო სიტყვები:

ოსმალობა, ყიზილბაშობა, საქართველოს ეკლესია, ქართველთა ზნეობრივი გადაგვარება, სარწმუნოების დაცვა

რეზიუმე

წინამდებარე ნაშრომში საუბარია XVIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ მდგომარეობაზე ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობის პერიოდში. ამ დროის უმთავრესი წყარო ვ. ბატონიშვილის თხზულებაა, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად და თვალსაჩინოდ აქვს წარმოდგენილი სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მდგომარეობა.
საქართველოში მართლმადიდებელ სარწმუნოებას უდიდესი გავლენა ჰქონდა ქართული კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში, განმტკიცებასა და ღირსეულად დაცვაში. საერო და სასულიერო ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ამ ღირებულებათა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ურყევად დაცვა და შთამომავლობისთვის
გადაცემა იყო. ამ მიზანს საუკუნეთა მანძილზე ასიათასობით ქართველი ეწირებოდა მეფე-დედოფლებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დასრულებული.
XVI საუკუნის შემდეგ, როდესაც საქართველო სპარსეთისა და ოსმალეთის გავლენის სფეროდ იქცა, უმძიმესი ვითარება შეიქმნა საქართველოში. მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა XVII-XVIII საუკუნეებში, როდესაც ქართული სამეფოები მუსლიმ მმართველთა ხელში გადავიდა და დაიწყო მართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა: უდიდესი პრივილეგიები მიენიჭათ მუსლიმურ, სომხურ და კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულ პირებს, რასაც მოჰყვა მართლმადიდებელი სარწმუნოების დაკნინება და ქართული ღირებულებების გადაგვარება. დავიწყებას მიეცა ქართული წეს-ჩვეულებები, დამკვიდრდა უცხოური სახელწოდებები, შეიბილწა ტაძრები, შემცირდა სამღვდელოთა რაოდენობა, წინაპართა ერთსულოვნება და მამაცობა შეიცვალა განცხრომითა და ფუფუნებით, რაც კარგად გამოიყენა გარეშე მტერმა. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ზნეობრივი გადაგვარების პროცესის შეჩერება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იყო შესაძლებელი. გარეგნულად გამუსლიმებული, მაგრამ გულით ქრისტიანი ქართველი მეფეები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რის შედეგადაც ამ პროცესის გამოსწორება ჯერ ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (1658-1675 წ.წ.) სცადა ეროვნულ-კულტურული
მოღვაწეობით, რაც შემდეგ გიორგი XI-მ (1675-1688 წ.წ., 1703-1709 წ.წ.) და ვახტანგ VI-მ (1703-1714 წ.წ., 1716-1724 წ.წ.) განაგრძეს. მთავარი მიზანი უცვლელი იყო: ერის პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მთლიანობის აღდგენა, რისთვისაც საჭირო იყო ძალზედ ფრთხილი დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც არც სპარსეთისა და არც ოსმალეთის იმპერიებს არ გააღიზიანებდა და საქართველოს ინტერესებს დაიცავდა!
XVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც გარესამყაროში ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა, ქართველი მეფეები ცდილობდნენ სწორად გამოეყენებინათ ხელსაყრელი პირობები ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სპარსეთის შაჰის მიერ ქართველი მეფეების ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე ქრისტიანული წესით დამტკიცება, რომელიც 1745 წლის 1(14) ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში ჩატარდა!

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2024-12-25