ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოძიების შესახებ

ავტორები

  • ვაჟა ლორთქიფანიძე

საკვანძო სიტყვები:

წმინდა ნაწილები, მოწამეობრივი სიკვდილი, განსასვენებელი, წამების მიზეზები, სამეცნიერო ექსპედიცია, ა გრასას ტაძარი, საკურთხეველი, კაპიტულო

რეზიუმე

ქართველთა არაერთი თაობა საუკუნეების განმავლობაში ეძებდა ქართველი დედოფლის, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს. როგორც ცნობილია, იგი 1624 წლის 12 სექტემბერს შაჰ აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს ირანის ქალაქ შირაზში. წმინდა დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილისა და მისი წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელის შესახებ არაერთი ცნობა არსებობდა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ისტორიულ, თუ ლიტერატურულ წყაროებში. სრულიად ახალი, საქართველოში მანამდე უცნობი წყაროები გამოქვეყნდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ზოგიერთი მათგანი ითარგმნა ქართულ ენაზეც. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პორტუგალიელი მეცნიერის, მამა ანტონიო და სილვა რეგოსა და ასევე ცნობილი პორტუგალიელი მკვლევარის, ლისაბონის კერძო არქივების მფლობელის, რობერტო გულბეკიანის მიერ გამოქვეყნებული შრომები. აღნიშნული შრომების მიხედვით, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების განსასვენებელ ადგილად მითითებულია ინდოეთში, გოაში მდებარე და გრასას ტაძარი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ქეთევან დედოფლის განსასვენებლის ძიებას შეუდგა გამოჩენილი ქართველი მკვლევარი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე რეზო თაბუკაშვილი. სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფობის გამო მას არ დასცალდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მისი საქმის გასაგრძელებლად, 2001 წლის თებერვალში შეიქმნა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც გოაში გაემგზავრა. წინამდებარე ნაშრომი არის მცდელობა, თავმოყრილად წარმოადგინოს ექსპედიციის მიერ საკვლევი და საძიებო სამუშაოები. წარმოდგენილია ის დასკვნები და ვერსიები, რომლებიც ეხება დედოფლის წმინდა ნაწილების განსასვენებელ ადგილს. ასევე, ის ახალი ცნობები, რომლებიც ეხება ტაძრის ისტორიას და მისი დანგრევის მიზეზებს.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

საქართველოს ისტორია