ეთნობოტანიკური მონაცემები ღომის კულტურის შესახებ საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
ფეტვნაირი კულტურა ღომი, მარცვლის ბიოქიმიური შემადგენლობა, ეთნობოტანიკური მონაცემები, მოყვანა-დამუშავების იარაღებირეზიუმე
საქართველოსკულტურული ფლორა ერის მატერიალური კულტურის საგანძურია. ის ქვეყნის მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატურიპირობებით განპირობებული ბუნებრივი გადარჩევისდა ხალხური სელექციის შედეგია. საქართველოში უძველესი დროიდანვე განვითარებული მიწათმოქმედების არსებობაზე, ბოტანიკურ-არქეოლოგიურ-ისტორიულ მონაცემებთან ერთად,
ეთნობოტანიკური მონაცემებიც მიუთითებს. სამწუხაროდ, ეთნობოტანიკური ცოდნა - ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა იკარგება აგრარულ კულტურათა მრავალფეროვნებასთან ერთად. ამის ერთ-ერთი მაგალითი ფეტვნაირი პურეული კულტურა ღომია. საქართველოში სიმინდის კულტურის შემოსვლამდე (XVII ს.) სწორედ ფეტვნაირებს ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში; ძირითადი სასურსათო მარცვლოვანი კულტურა იყო ღომი Setaria italica (L.) P.Beauv (Panicum italicum L.), მოსახლეობის პურეული საკვები კი „ღომის-ღომი“. ნაშრომში განხილულია საქართველოს ღომის მორფოლოგიური, გენეტიკური და ბიოქიმიური მახასიათებლები; ამ კულტურის გავრცელების, მოყვანის, სასურსათო, სამკურნალო, საკულტო და სარიტუალოტრადიციებთან დაკავშირებული ეთნობოტანიკური მონაცემები. წარმოდგენილია ასევე ღომის კულტურის თესვა-მოყვანა-მოხმარებასთან დაკავშირებული იარაღები.