ალანები და ვაინახები VII-IX საუკუნეებში
საკვანძო სიტყვები:
ჩრდილო კავკასია, ალანები, ეთნოსი, ვაინახები, მალხებირეზიუმე
სტატიაში წამოდგენილია VII-IX საუკუნეებში ჩრდილო კავკასიაში ალანების ტერიტორიული განსახლების საკითხი, სადაც მითითებულია, რომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორია წერილობით წყაროებში გადმოცემულია სქემატურად. მათ X საუკუნისათვის დაიკავეს თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთის, ბალყარების და ყარაჩაელთა მთიანი მისადგომები. აქ ისინი შედიან საკმაოდ ხანგრძლივ და ღრმა კონფლიქტში ადგილობრივ აბორიგენ მოსახლეობასთან. ასეთი ურთიერთობების შედეგად სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ტომებთან მიმდინარეობს ასიმილაციური პროცესები. ამ პროცესში ირანული ტომების მიერ გაბატონებული მდგომარეობის დაკავებაზეა საუბარი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ოსი ხალხის ეთნიკური ფორმიერების პროცესს.
„სომხეთის გეოგრაფია VII საუკუნეში“ აღნიშნულია ცნობები ჩრდილო კავკასიაში ვაინახური ტომების განსახლების თაობაზე. აღნიშნული პერიოდისათვის ნახები წარმოდგენილია როგორც რამდენიმე ტომობრივი გაერთიანება, რომლებიც საერთო ენაზე ლაპარაკობდნენ. ასეთ ტომებს მიეკუთვნებოდნენ „კუსტები“. ამავე ისტორიულ წყაროებში VII საუკუნეში მოიხსენიება „დურცი“ რომელბიც დურძუკები არიან, მათთან ერთად მოიხსენიებიან ნახჩმატიანკები. სტატიაში განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს აღნიშნული პერიოდისათვის ჩრდილო კავკასიაში კიდევ ერთი დიდი ვაინახური ტომობრივი გაერთიანების არსებობს, რომელიც საინტერესო მოსაზრებებს ეყრდნობა. ესენი არიან მალხები, მზის ღმერთის თაყვანისმცემლები. მზე - მალხ, ჩეჩნურად.