მირ თემურ მარაშის ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის

ავტორები

  • ნანა გელაშვილი

საკვანძო სიტყვები:

Georgia, Sam-Mirza, Marashi, Mazandaran, Khosro-Mirza

რეზიუმე

საყოველთაოდ ცნობილია შუა საუკუნეების სპარსულ წერილობით წყაროთა მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხების სიღრმისეულად შესწავლის საქმეში. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ქართველ აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერ-მკვლევართა მიერ მათი მოძიება, მათგან საქართველოსა და ქართველების შესახები ცნობების ამოკრეფა, თარგმნა და შეჯერება სხვადასხვა ენაზე არსებულ წერილობით ძეგლებთან. ამ კუთხით განსაკუთრებულ
ინტერესს იმსახურებს ირანში სეფიანთა დინასტიის ბატონობის ხანა (1501-1722), როდესაც სპარსული საისტორიო მწერლობა თავის აყვავების ზენიტში იმყოფებოდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი ხსენებული პერიოდის ისეთი სახელოვანი მემატიანეები, როგორებიცაა: ჰასან რუმლუ, შერეფ-ხან ბითლისი, ბუდა’ ყაზვინი, ისქანდერ მუნში, ყაზი
აჰმედ ყუმი და სხვები. მათ ნაშრომებში უხვი და საყურადრებო მასალა მოიპოვება საქართველოს, ქართველი მეფე-მთავრების, ირანში ნებსით თუ უნებლიეთ მოხვედრილი და აღზევებული ქართველების შესახებ, ასევე მათი როლისა და სტატუსის შესახებ სეფიანთა სამეფო კარზე. ვაგრძელებთ რა სეფიანთა ხანის სპარსული წყაროების მოძიება-შესწავლას საქართველო ირანის ურთიერთობების კუთხით, ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს XVII საუკუნის ირანელი ისტორიკოსის მირ თემურ მარაშის საისტორიო თხზულებაში დაცული ცნობები შაჰ აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ სეფიანთა სამეფო კარზე განვითარებული დრამატულ მოვლენები და მათი შედეგები.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-07-14