კულტურულ-ისტორიული ურბანული ლანდშფტის მართვის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და XXI საუკუნის ურბანული გამოწვევები (ავსტრალია, ჩინეთი, ეკვადორი, პაკისტანი, ტანზანია, იტალია, ნიდერლანდები და საქართველო)

ავტორები

  • ქეთევან ახობაძე

საკვანძო სიტყვები:

კულტურა, კულტურის ღირებულებები, საზოგადოება, ეკოლოგია, კულტურის ეკოლოგია, HUL მოდელები, გაერო, იუნესკო

რეზიუმე

სტატია ეძღვნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამას, კერძოდ, ისტორიული ურბანული ლანდშაფტების შენარჩუნებისა და დაცვის საკითხებს. სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამა შეასრულოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მისია, რომელსაც კაცობრიობისთვის განსაკუთრებული უნივერსალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ახლანდელი, ასევე მომავალი თაობებისთვის.
კარგად გვესმის, რომ ქალაქები განსხვავდებიან თავისი კულტურით და ისტორიული განვითარებით. უკონტროლო ურბანიზაცია მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის და ხშირად მისი გაუარესება-განადგურების საკითხი დგება, რაც საზოგადოებაში იდენტობის, მათთვის მნიშვნელოვანი „ადგილების“, ადგილობრივი კულტურის ძეგლების დაკარგვის შიშს იწვევს. გაეროს და იუნესკოს დოკუმენტებში კარგად იკვეთება ეს პრობლემატიკა.
გლობალიზაციის პირობებში, ქალაქები იმდენად ემსგავსებიან ფინანსური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სხვა მახასიათებლებით, რომ კარგავენ თავიანთ განსხვავებულ იერსახეს და ანალოგებივით ხდებიან. ამიტომ მხოლოდ კულტურა და მემკვიდრეობაა ის ერთადერთი რესურსი, რომელიც ყოველთვის გამოყოფს ერთმანეთისგან ხალხებს, ქალაქებს და განასხვავებს. ძლიერი ქალაქები შემოქმედებით ინკუბატორებს, კულტურის სხვადასხვა სფეროში მასტიმულირებელ და მიმზიდველ გარემოს ქმნიან, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ადგილობრივი კულტურის უნიკალური თვისებები, რომელიც გაზრდის საერთაშორისო ხილვადობას გლობალურ კონტექსტში.
საზოგადოების ღირებულებები და მათი გამოხატვის გზები - კულტურაში აისახება. კულტურის სფეროს რესურსები კი ჩვენი ქალაქების ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშან-საშუალებაა. ამიტომ შემუშავდა 2011 წლის გაეროს ეს რეკომენდაციები, რათა უკეთესად განხორციელდეს ურბანული მენეჯმენტის მიმართულების პროგრამები. ასეთია HUL მიდგომები UNESCO-ს იმ ყველა წევრ-ქვეყნისათვის, რომელიც ნებაყოფლობით, თანახმაა განახორციელოს ქმედებები, რომლის მიზანი სულაც არ არის შეცვალოს არსებული დოქტრინები ან მიდგომები დაცვა-კონსერვაციის კუთხით, არამედ UNESCO-სგან შემოთავაზებული, კულტურის პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტია, რომელშიც მსოფლიო ურბანული განვითარების საერთო მიზნები ჩანს, თუმცა კარგად იკვეთება სხვადასხვა კულტურული ღირებულებაც, რომელიც მათ განასხვავებს.
სტატიაში მოცემულია 7 სახელმძღვანელო, რომლებიც აღწერს HUL მიდგომების საჭიროებას და გამოყენებას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც ნაჩვენებია მათი გამოცდილების მაგალითები. სტატიაში მოცემულია საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარებითი ანალიზი, აგრეთვე HUL მიდგომების გამოყენების აუცილებლობა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-04-10

მიმდინარე

განყოფილება

კულტუროლოგია