ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და ევროინტეგრაციის საკითხი (XX საუკუნის 50-იანი წლები)

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, საფრანგეთი, ევროპული ინტეგრაცია, ემიგრაცია

რეზიუმე

კვლევის ობიექტს წარმოადგენს ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების და მეცნიერების საქმიანობის შესწავლა. ევროინტეგრაციის იდეის დამუშავების საქმეში მათ მოღვაწეობას, საქართველოს შემდგომი ევროპული პერსპექტივისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რკინის ფარდის მიღმა მყოფი, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, მხარს უჭერდა ევროპის გაერთიანების იდეას და იმედით შეჰყურებდა იმ დროს, როცა
სა ქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდებოდა. ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები და მეცნიერები, თავდაუზოგავად იბრძოდნენ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ასევე, დასავლურ დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისთვის. 1952 წლის აგვისტოში, პარიზში ოფიციალურად დაარსდა „ქართულ - ევროპიული მოძრაობა“.
იგი, ისევე როგორც ევროპის ფედერაციის მოძრაობა, აპოლიტიკური, სხვა დასხვა პარტიების გავლენისგან თავისუფალი ორგანიზაცია იყო, რომელიც განურჩევლად სარწმუნოებისა და პოლიტიკური მრწამსისა, ყველას აერთიანებდა. ემიგრაციული ჟურნალი „ბედი ქართლისა“ ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: „როდესაც ევროპის მთლიანობის იდეა ხორცს ისხამს და მისთვის მებრძოლი ორგანიზაციებით მოფენილია მთელი დასავლეთი, ჩვენი მოვალეობა იყო თავისუფლება ართმეულ საქართველოს მაგიერ მისი ევროპიული სიტყვა გვეთქვა. ეს იკისრეს ჩვენმა წარჩინებულმა მეცნიერებმა და მათი ინიციატივით და დახმარებით დაფუძნდა ქართული ევროპიული მოძრაობა. მოძრაობის მთავარი დევიზი იყო: ევროპის ორიენტაცია, ევროპის ფედერაციაში უშუალოდ შესვლა, ამისთვის მუშაობა და ნიადაგის მომზადება. ორგანიზაციის წევრები ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებელი
საქართველო თავის ადგილს დაიკავებდა გაერთიანებულ ევროპაში, ეს ადგილი მას დამსახურებული აქვს, რადგან საქართველო მუდამ იყო დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ამ ოჯახის შემძენი და ამ ოჯახით მოსარგებლე...“
(სალია,1952:2-4).

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-02-05