ბაღვაში. სამეცნიერო კრებული
საკვანძო სიტყვები:
ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულორეზიუმე
ისტორიული საგვარეულოების თავგადასავლის კვლევას ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ახლახან გამოქვეყნებული ავტორთა კოლექტივის დასახელებული ნაშრომი ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიას ეძღვნება. ნაშრომში, პირველ რიგში, წარმოდგენილია ბაღვაშთა საგვარეულოს გენეალოგიური სქემა, რომლის ავტორები არიან ი. ბიჭიკაშვილი და ყ. ფაღავა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სტატიაში შეჯამებულია ბაღვაშთა საგვარეულოს გენეალოგიის შესწავლაში წინამორბედ თუ თანამედროვე მკვლევართა მიერ მიღებული შედეგები, რომელთა განხილვის საფუძველზე ავტორები ახლებურად წარმოგვიდგენენ ბაღვაშთა საგვარეულოს არაერთი წარმომადგენლის გენეალოგიასა თუ მოღვაწეობის ქრონოლოგიას. ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ გენეალოგიური სქემის თითოეულ პერსონაჟს ახლავს ისტორიული წყაროების სრული ჩამონათვალი, სადაც ის იხსენიება და სია სამეცნიერო ნაშრომებისა, სადაც განხილულია აღნიშნული პერსონის იდენტიფიკაციისა და ქრონოლოგიის საკითხები. ასე რომ, დაინტერესებულ მკითხველს ეძლევა სრული ბიბლიოგრაფია ბაღვაშთა საგვარეულოს ისტორიული თავგადასავლის შესახებ. დასახელებულ
ნაშრომს ერთვის ბაღვაში-კახაბერიძეებისა და ბაღვაშ-ორბელთა გვერდითი შტოს სივნიელ ორბელიანთა გენეალოგიური ტაბულები.