ნოე ჟორდანიას პოლიტიკური პორტრეტისათვის

ავტორები

  • უჩა ოქროპირიძე

საკვანძო სიტყვები:

ნოე ჟორდანია, ქართველი სოციალ-დემოკრატები, საქართველოს დამოუკიდებლობა, ქართველი ემიგრანტები

რეზიუმე

სტატიაში განვიხილავთ ნოე ჟორდანიას (1868-1953), ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკურ პორტრეტს. სამეცნიერო ლიტერატურის, დოკუმენტური და მემუარული (ნ. ჟორდანია, ვ ნოზაძე, ა. ასათიანი, გ. გვაზავა, შ. ოდიშარია) მასალის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე თვალნათლივ ჩანს, რომ ნ. ჟორდანია და ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთში 1917 წ. ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე და ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვამდე დაუნდობლად ებრძოდნენ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას. 1918 წ. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერით ნ. ჟორდანია და ქართველი სოციალ-დემოკრატები მართალია გაემიჯნენ ბოლშევიკურ რუსეთს, მაგრამ ნ. ჟორდანია ბოლომდე დარჩა რუსეთის სოციალ-დემოკრატების მენშვიკური ფრთის ერთგულ ჯარისკაცად. ამ უკანასკნელზე მიგვითითებს მის მიერ ემიგრაციაში ყოფნის დროს გადაგმული არაერთი პოლიტიკური ნაბიჯი.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2022-07-02

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია