რომანტიზმის ანტირაციონალისტური ბუნება
საკვანძო სიტყვები:
კლასიციზმი, რომანტიზმი, რაციონალიზმი, განმანათლებლობა, კონტრკულტურარეზიუმე
როცა სველია იასამანი, მაშინ სველია სამყაროც - რომანტიკოსთა ცრემლით სველია... უყვართ რომანტიკოსებს სევდით გათანგული, მელანქოლიური სამყარო... და კლასიციზმს?
მითოსურ ხიბლში გადავარდნილი სამყარო, მერე კი, სიკვდილის კულტს გამოკიდებული და საფლავებზე მოფიქრალი არისტოკრატები, კლასიციზმს არ უყვარს. გონზე „ამხედრებული“ კლასიციზმი უფრო თავისუფლებით, რაციონალიზმით ერთობა.
დიახ, რომანტიზმისა და კლასიციზმის, როგორც კულტურული მიმდინარეობების როლი და მნიშვნელობა სამყაროს გაესთეტიურების, ასევე მისი ჰუმანიზაციის თვალსაზრისით, ერთობ სერიოზულია. და მეცნიერებაც, დიდი ხანია მათთან თანამშრომლობის რეჟიმშია: ხსენებულ მიმდინარეობებზე, უამრავი სამეცნიერო და ლიტერატურული ხასიათის ნაშრომი ამშვენებს მსოფლიოს კულტურულ საგანძურს. არც პოსტმოდერნი ჩამორჩა სამეცნიერო-ლიტერატურულ ფერხულს, ანუ ხსენებული საგანძურის შევსება დღემდე არ კარგავს აქტუალობას. და მე, როგორც თანამედროვე კულტურული საზოგადოების მოქალაქე, როგორც რაციონალისტი - „ჰეგელ-სპინოზას კლუბის“ წევრი, ჩემი ოდნავ განსხვავებული შტრიხებით შემოვალ ამ განხილვაში.
განსხვავებული შტრიხები კი, მიტოვებს იმის შინაგან განცდას, რომ მომავალში აღნიშნულ საკითხზე, უფრო მეტი დრო და, რაც მთავარია, ინტელექტის ბევრად მეტი რესურსი დავხარჯო.