კოლხური ბრინჯაოს კულტურის მეტალურგია: ბრინჯაოს ზოდების ტიპოლოგია (მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის მასალების მიხედვით)
საკვანძო სიტყვები:
სპილენძი, დნობა, მეტალურგია, ზოდები, კოლხეთი, პრეისტორია, მარტვილი, წაღვერი, ცაგერირეზიუმე
ნაშრომის მიზანია კოლხური ბრინჯაოს კულტურის არეალში ლითონის ჩამოსხმის პროცესის ერთ-ერთი კომპონენტის, სპილენძის ზოდების კლასიფიკაცია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის მასალების მიხედვით. დადგინდა, რომ მარტვილის მასალების მიხედვით 6 ძირითადი სახის ფორმა იყო, ხოლო ცაგერის მასალების მიხედვით - 3 ძირითადი სახის ფორმა; ორივე რეგიონისთვის დამახასიათებელი ტიპებია კონუსური ფორმის და გვერდებმომრგვალებული ზოდები; ზოდების ტიპოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ცხადია, რომ ორ სხვადასხვა მეტალურგიულ სახელოსნოსთან გვაქვს საქმე. ლეჩხუმში და მარტვილში აღმოჩენილი ბრინჯაოს ზოდების სიმრავლე ამ რეგიონების ბრინჯაო-რკინის ხანაში დაწინაურებულ მდგომარეობაზე მიგვითითებს მეტალურგიის თვალსაზრისით.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
2022-07-02
მიმდინარე
განყოფილება
არქეოლოგია