ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის პრობლემები
საკვანძო სიტყვები:
ივანე ჯავახიშვილი, ანდრია პირველწოდებული, წმიდა ნინო, ავტოკეფალია, აფხაზთა საკათალიკოზო, მცხეთის საკათალიკოზო, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მთაწმინდელი, საეგზარქოსო მმართველობა, კათალიკოზები კირიონი, ამბროსი, კალისტრატერეზიუმე
დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცნიერული ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, მიუხედავად იმისა, რომ მას ქართული საისტორიო წყაროების ერთი ნაწილის მიმართ ჰქონდა ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება, პირველმა ქართული და მრავალრიცხოვანი უცხოური წყაროების ანალიზის საფუძველზე აღადგინა საქართველოს ეკლესიის ისტორია პირველი საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნის ჩათვლით. მან დაწვრილებით შეისწავლა საქართველოში ანდრია პირველწოდებულის და წმინდა ნინოს მოციქულებრივი საქმიანობის შესახებ არსებული წყაროები, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობა, დააზუსტა მისი ქრონოლოგია, ქართული და სომხური წყაროების ანალიზის საფუძველზე აღადგინა დიდი საეკლესიო განხეთქილების ისტორია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის, მირონის მცხეთაში მომზადების, მცხეთის და აფხაზეთის საკათალიკოზოს გაერთიანების საკითხები, სამონასტრო ცხოვრების თავისებურებანი ქართულ ეკლესიაში.
მეცნიერი განსაკუთრებულად გამოჰყოფდა გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელის და დავით აღმაშენებლის როლს ქართული ეკლესიის ისტორიაში. ივანე ჯავახიშვილისათვის ფასეული იყო შუა საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების განმტკიცებაში და უარყოფითად აფასებდა მეთხუთმეტე საუკუნის 70-80 იან წლებში, ჯერ მესხეთის, შემდეგ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების მცდელობას მცხეთის ( სრულიად
საქართველოს) საკათალიკოზოდან ჩამოშორების შესახებ და ამ საქმის ინიციატორებს საქართველოს მესაფლავეებს უწოდებდა. მეცნიერი უარყოფითად აფასებდა რუსეთის იპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ 18011-12 წლებში ჯერ აღმოსავლეთ, შემდეგ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოზოების გაუქმებას, საეგზარქოსო მმართველობის დამყარებას და მეოცე საუკუნის დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის შესახებ პეტერბურგში გამართულ საეკლესიო
საკითხების დისკუსიებში, იგი მიესალმა საქარრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და ქართული უნივერსიტეტის
საზეიმო გახსნაზე საგანგებოდ მიიწვია კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ ll. იგი დიდ პატივს სცემდა კათალიკოზ-პატრიარქებს ამბროსის, კალისტრატეს. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევის საქმეში და მას სათანადო დაფასება სჭირდება.