ა. სმიტისა და დ. რიკარდოს დემოგრაფიული შეხედულებები თანამედროვე საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონზე

ავტორები

  • ანზორ სახვაძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0002-8351-970X

საკვანძო სიტყვები:

ა. სმიტი, დ. რიკარდო, თ. რ. მალთუსი

რეზიუმე

დემოგრაფიის (დემოლოგიის) ისტორიიდან ცნობილია, რომ ცოდნის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბებამდე დემოგრაფიული (დემოლოგიური) აზრის განვითარება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მეცნიერებათა ფარგლებში მიმდინარეობდა და თავისი აქტუალობის გამო, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს.
დემოგრაფიულ საკითხებზე წერდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები (ანზორ სახვაძე 2003: 3-66), ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კი, დემოგრაფიული აზრის განვითარება ხდებოდა ისტორიკოსების, ეკონომისტების, მათემატიკოსების, სამართალმცოდნეების, სასულიერო მოღვაწეთა, ექიმებისა და სხვათა შრომებში. მაგალითად, დემოგრაფიულ
ლიტერატურაში (და არა მარტო დემოგრაფიულში) კარგადაა ცნობილი გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტის თ. რ. მალთუსის სახელი და დამსახურება დემოგრაფიული საკითხების კვლევაში, რომელმაც სპეციალური ნაშრომი (თ. რ. მალთუსი 2004: და თ. რ. მალთუსი 2005:) მიუძღვნა მოსახლეობის გამრავლების საკითხების შესწავლას.
მაგრამ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმ მეცნიერთა და მათი ნაშრომების შესახებ, რომლებმაც დემოგრაფიულ საკითხებს ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევები კი არ მიუძღვნეს, არამედ ისინი, მეტ-ნაკლები სიღრმითა და ინტენსივობით განიხილეს თავიანთ ძირითად ნაშრომებში. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება სრულად იმ დემოგრაფიული შეხედულებების წარმოჩენა, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებშია მიმობნეული.
ნათელია, რომ ადამ სმიტისა და დავით რიკარდოს, როგორც უდიდესი მოაზროვნეებისა და ეკონომისტების მოსაზრებებს, მათ შორის დემოგრაფიულსაც, უკვალოდ არ ჩაუვლია და გარკვეული გამოძახილი ჰქონდა და შეიძლება დღესაც აქვს, სხვადასხვა მეცნიერთა თუ პოლიტიკურ მოღვაწეთა შეხედულებებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ, მათი დეტალური გაანალიზება.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია