ისტორიული გამონათქვამი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გამოხატავს ქვეყნის სიკოჭლეს (?!)

ავტორები

  • ნინო ჯაველიძე ისტორიის დოქტორი. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0000-0002-4447-6735

საკვანძო სიტყვები:

ზღვა, შუმერები, ქართველები, ენგი, ეა, აბზუ-აფსუ

რეზიუმე

მკვლევარი ზ. კიკნაძე თავის სტატიაში „ზღვა და ხმელეთი ქართულ მითოსში“ გამოთქვამს თვალსაზრისს, რომლის თანახმად ქართველებს არასოდეს ჰქონიათ ზღვასთან პრაგმატული ურთიერთობის გამოცდილება, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ზღვასთან და, მით უმეტეს საზღვაო ბრძოლები და, რომ მდინარეთა ქსელი არასოდეს გამხდარა სახელმწიფო-სამეურნეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.
წინამდებარე სტატიაში მოხმობილი წერილობითი ცნობებითა თუ სხვა სახის მასალის საფუძველზე ცხადდება, რომ ზ. კიკნაძემ ვერ დაასაბუთა თავისი თვალსაზრისი ვერც მითოლოგიური სფეროს მოშველიებითა და ვერც ისტორიული წყაროების მოხმობით. პირიქით, არსებული არტეფაქტებით წარმოჩნდა სრულიად განსხვავებული და საპირისპირო შინაარსის მომცველი სურათი: ქართველთა წარმართული წარმოსახვით ზღვა აღიქმებოდა როგორც საკრალური სიდიდე - დამაკავშირებელი გზა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის. ამას გარდა, ქართველები ყოფით ცხოვრებაში გაშინაურებულნი იყვნენ ზღვასთან და ანტიკურ ხანასა თუ შუა საუკუნეებში ზღვაოსნობის გზით მათ დამყარებული ჰქონდათ სხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები. ხაზგასასმელია, რომ ამას მეტყველებს საქართველოში არსებული ფლოტის შედგენილობა: სამეფო ფლოტი შედგებოდა როგორც სამგზავრო ხომალდებისგან, ასევე საბრძოლო ნავებისგანაც. ქართველ მეფეებს შესწევდათ უნარი საკუთარი ფლოტი გაეგზავნათ სხვა ქვეყნებისკენ საზღვაო ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოში ყოველთვის იყო განვითარებული სამდინარეო მიმოსვლაც. ამას მეტყველებს ის, რომ, ჯერ ერთი, ორ მდინარეზე - მტკვარსა და რიონზე გადიოდა ინდოეთის საქარავნო გზის მონაკვეთი, მეორეც, არაერთ მდინარეზე არსებობდა ნავსადგურები ნავებისთვის და საბაჟო პუნქტები ტვირთის გადაზიდვისთვის.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2023-01-09

მიმდინარე

განყოფილება

მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია