თავადი ბაგრატიონ-დავითიშვილები (რამაზიშვილები/ რამაზაშვილები)
საკვანძო სიტყვები:
კახეთის სამეფო ბაგრატიონთა დინასტია, გენეალოგია და ქრონოლოგია, თავადი დავითაშვილები(რამაზიშვილები/რამაზაშვილები)რეზიუმე
ამ სტატიის მიზანია კახეთის სამეფო ბაგრატიონთა დინასტიის ერთერთი შტოს, თავადი დავითიშვილების (რამაზიშვილების/რამაზაშვილების) გენეალოგიასა და ქრონოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა. კერძოდ, სტატია ნათელს ჰფენს თავად დავითიშვილების წარმომავლობის საკითხს და XVII საუკუნის დასაწყისში მათი უმცროსი, გვერდითი ხაზის - თავადი რამაზიშვილების/რამაზაშვილების ფორმირებას.
XVII-XVIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ისინი რამაზიშვილებად ან რამაზაშვილებად იხსენიებიან. XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებსა და საბუთებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თავად რამაზიშვილების/რამაზაშვილების შტოს წინაპარი - რამაზ გიორგის ძე დავითიშვილი ყოფილა. მისი შთამომავლები დღეს საქართველოში ცხოვრობენ, კერძოდ, უფროსი შტო თბილისში, ხოლო უმცროსი ხაზი კახეთში - სოფელ ფშაველაში. სტატიაში მოცემულია თავად დავითიშვილების და მათი განაყოფის თავად რამაზიშვილების/რამაზაშვილების გენეალოგიური ფრაგმენტი.
სტატიაში ასევე პირველად არის მოყვანილი მეფე ერეკლე II-ის მიერ კონსტანტინე რამაზაშვილისთვის მიცემული 1786 წლის სიგელი.